გუსტავ ლე ბონი
შარლ მარი გუსტავ ლე ბონი (ფრანგ. Charles-Marie Gustave Le Bon; დ. 7 მაისი, 1841 — გ. 13 დეკემბერი, 1931) — ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. ასევე იყო გამომგონებელიც. მისი ყველაზე მეტად ცნობილი ნაშრომია ბრბოს ფსიქოლოგია, შექმნილი 1895 წელს და მიჩნეული ბრბოს ფსიქოლოგიის საწყის ეტაპად.
გუსტავ ლე ბონი | |
---|---|
ფრანგ. Gustave Le Bon | |
დაბ. თარიღი | 7 მაისი, 1841[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ნოჟან-ლე-როტრუ, ერი და ლუარი[7] |
გარდ. თარიღი | 13 დეკემბერი, 1931[3] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[7] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ექიმი, ანთროპოლოგი, ფსიქოლოგი, სოციოლოგი და ფიზიკოსი |
ალმა-მატერი | პარიზის მედიცინის ფაკულტეტი და პარიზის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი და გოდარის პრემია[8] |
გავლენა მოახდინეს | |
ლე ბონის შრომებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ ისეთ ფიგურებზე, როგორებიც იყვნენ თეოდორ რუზველტი, ბენიტო მუსოლინი, ლენინი, ადოლფ ჰიტლერი და სხვები.
ბიოგრაფია
რედაქტირებალე ბონი დაიბადა საფრანგეთის პატარა ქალაქ ნოჟენ-ლე-როტრუში, ბრეტონელთა ოჯახში. სწავლობდა მედიცინას პარიზის უნივერსიტეტში, სადაც 1866 წელს დოქტორატი მიიღო. შექსპირის კითხვით ისწავლა ინგლისური და გერმანული ენები. მოგვიანებით იგი ფილოსოფიითა და ფსიქოლოგიით დაინტერესდა.
1890-იან წლებში ლე ბონი ბევრს მოგზაურობდა. სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი მის თეორიას ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ, რომელიც შეიძლება ასე განზოგადდეს: "ბრბო არ წარმოადგენს მის შემადგენელ ინდივიდთა ჯამს".
იმავე პერიოდში მან ლაბორატორია ჩამოაყალიბა შინ, სადაც სხივებზე დაკვირვებას აწარმოებდა. მისმა შრომებმა იმდენად მიიქცია ყურადღება, რომ ის 1903 წელს ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული ფიზიკის დარგში.
გუსტავ ლე ბონი სიცოცხლის ბოლო დღემდე ინარჩუნებდა აქტივობას.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- "ერების ფსიქოლოგია" (1894);
- "ბრბოს ფსიქოლოგია" (1895);
- "რევოლუციის ფსიქოლოგია" (1912);
- "ამბოხებული სამყარო" (1921);
- "სამყარო წონასწორობის გარეშე (1924);
ლიტერატურა
რედაქტირება- Barrows, Susanna (1981), Distorting Mirrors – Visions of the Crowd in Late 19th Century France, Yale University Press
- Nye, Robert (1975), The Origins of Crowd Psychology – Gustave Le Bon and the Crisis of Mass Democracy in the Third Republic, Sage
- van Ginneken, Jaap (1992), Crowds, Psychology, and Politics, 1871-1899, Cambridge University Press
- Betts, Raymond F. (1960), Assimilation and Association in French Colonial Theory, 1890-1914, U of Nebraska Press
- Staum, Martin S. (2011), Nature and Nurture in French Social Sciences, 1859–1914 and Beyond, McGill-Queen's Press
- de Benoist, Alain (1977), Vu de droite. Anthologie critique des idées contemporaines, Copernic
- Terrier, Jean (2011), Visions of the Social: Society as a Political Project in France, 1750-1950, BRILL
- Ohlberg, Marieke (2014), The Era of Crowds: Gustave Le Bon, Crowd Psychology and Conceptualizations of Mass-Elite Relations in China, Springer
- Widener, Alice (1979), Gustave Le Bon, the Man and His Works, Liberty Press
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ AlKindi
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ 7.0 7.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116850094 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Persée — 2005.