გურჯაანის ღვინის ფესტივალი
გურჯაანის ღვინის ფესტივალი — ღვინის ფესტივალი, რომელიც იმართება ქალაქ გურჯაანში, კახეთის რეგიონში. იგი დაარსდა 2017 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება[3][2][1] (გამონაკლისი იყო 2020 და 2021 წლები). ფესტივალი წარმოადგენს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინის ფესტივალს, რომელშიც ყოველწლიურად 300-ზე მეტი მონაწილე და 30 000-ზე მეტი სტუმარი იღებს მონაწილეობას.[4][2][1]
გურჯაანის ღვინის ფესტივალი | |
---|---|
სტატუსი | აქტიური |
დაიწყო | 2017[1][2] |
სიხშირე | წლიური |
ადგილმდებარეობა | ახტალის პარკი, გურჯაანი |
კოორდინატები | 41°44′44″ ჩ. გ. 45°47′40″ ა. გ. / 41.745722° ჩ. გ. 45.794639° ა. გ.კოორდინატები: 41°44′44″ ჩ. გ. 45°47′40″ ა. გ. / 41.745722° ჩ. გ. 45.794639° ა. გ. |
ქვეყანა | საქართველო |
აქტიურობის წლები | 2017-დღემდე |
დამფუძნებელი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია |
უახლესი | 2023[1][2] |
შემდეგი ღონისძიება | 2024 |
ორგანიზატორი/ები | გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია |
საიტი | winefest.ge |
ფესტივალის მიზნები და კონცეფცია
რედაქტირებაფესტივალის მიზანია ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ადგილობრივი ღვინოების წარმოჩენა და ღვინის ტურიზმის განვითარება. გურჯაანის ღვინის ფესტივალი ასევე მიზნად ისახავს მცირე მეწარმეების განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.[5][6][1]
ფესტივალის კონცეფცია ყოველწლიურად იცვლება. 2024 წლის ფესტივალის კონცეფცია ეძღვნება ქართული ღვინისა და ქართული კულტურის თანაარსებობისა და ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.[7]
გურჯაანში იწარმოება ქართულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები, როგორებიცაა: გურჯაანი, კარდანახი, ვაზისუბანი, ახაშენი, ახოები, წარაფი, ზეგაანი და მუკუზანი. საქართველოში რეგისტრირებული 29 ადგილწარმოშობის ღვინიდან ნახევარზე მეტი კახეთში იწარმოება, აქედან 9 კი - გურჯაანის მუნიციპალიტეტში.[8]
ღონისძიებები
რედაქტირებაფესტივალი იმართება გურჯაანის ახტალის პარკის ტერიტორიაზე, სადაც ეწყობა ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, კულინარიული პავილიონები, ღვინის დეგუსტაცია, თათარობა, ყურძნის დაწურვა საწნახელში, თონეში პურის ჩაკვრა, მწვადის შეწვა და სხვა გასართობები.[9]
ჩატარებული ფესტივალები
რედაქტირებაწელი | პოსტერი | კონცეფცია |
---|---|---|
2017 | მიეძღვნა აღდგენილ ტრადიციას[7] | |
2018 | „გურჯანი-მეღვინეობის ქალაქი“[7] | |
2019 | „სახალხო დღესასწაული“[7] | |
2022 | მიეძღვნა ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს[7] | |
2023 | მიეძღვნა სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციას[7] | |
2024 | ეძღვნება ქართული ღვინისა და ქართული კულტურის თანაარსებობისა და ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას[7] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Reflections on the Gurjaani Wine Festival. ციტირების თარიღი: 2024-07-30.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Celebrating The Birthplace Of Wine At Georgia’s Gurjaani Wine Festival - Forbes. ციტირების თარიღი: 2024-07-30.
- ↑ გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ციტირების თარიღი: 2024-07-30.
- ↑ 30 000 სტუმარზე მეტი და 337 მონაწილე - ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალი საქართველოში!. ციტირების თარიღი: 2024-07-30.
- ↑ გურჯაანის ღვინის ფესტივალი - კახეთის მთავარი მოვლენა წელს 12 ოქტომბერს გაიმართება. ციტირების თარიღი: 2024-07-30.
- ↑ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართა. ციტირების თარიღი: 2024-07-30.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში. ციტირების თარიღი: 2024-07-31.
- ↑ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები. ციტირების თარიღი: 2024-07-30.
- ↑ გურჯაანის ღვინის ფესტივალი - 2023 წლის განრიგი. ციტირების თარიღი: 2024-07-30.