გურჯაანის პირველი სამარხი
გურჯაანის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გურჯაანის ცენტრში, რუსთაველის ქუჩის დასაწყისში. განეკუთვნება ძვ. წ. II-I საუკუნეებს.
ძეგლი შემთხვევით აღმოჩნდა 2009 წელს, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დროს, მიწის ზედაპირიდან 2 მეტრის სიღრმეზე. ორმოსამარხი დაზიანებული იყო. აღმოჩნდა ჩონჩხის მცირე ფრაგმენტები. დაკრძალვის პოზა ვერ დადგინდა. სამარხში დადასტურდა თიხის ჭურჭელი (სამფეხა ჯამი, კოჭობი, სამაჭრე ხელადა და სხვ.), ლურჯი მინისა და პასტის ინკრუსტრირებული მძივები. კულტურული ფენა შეიცავდა ქვევრის ფრაგმენტებს, დამწვარ ბათქაშს, ნახშირს და სხვ.
მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიურ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 49.