გურამ ხარატიშვილი
გურამ ხარატიშვილი (დ. 14 იანვარი, 1934, გორი — გ. 8 სექტემბერი, 2009)[1] — ქართველი მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
გურამ ხარატიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 იანვარი, 1934 |
დაბადების ადგილი | გორი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 8 სექტემბერი, 2009 (75 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1956 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1951-1980 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი, 1981 წლიდან კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 2001 — ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გურამ ხარატიშვილი — 85. conference.ens-2019.tsu.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-30. ციტირების თარიღი: 29 ივნისი. 2020.