გურამ მგელაძე
გურამ დავითის ძე მგელაძე (დ. 4 აპრილი, 1932, თბილისი — გ. 5 ივნისი, 2015) — ქართველი და საბჭოთა პარტიული და პოლიტიკური მოღვაწე, მეწარმე, სოციალისტური შრომის გმირი.[1]
გურამ მგელაძე | |
---|---|
მშობლიური სახელი | გურამ დავითის ძე მგელაძე |
დაბადების თარიღი |
4 აპრილი, 1932 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
გარდაცვალების თარიღი | 5 ივნისი, 2015 (83 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა |
საქმიანობა | საქართველოს კომპარტიის აბაშის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
მეუღლე(ები) | ნანა იოსელიანი |
ჯილდოები |
|
ბიოგრაფია
რედაქტირება1973–1982 წლამდე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის აბაშის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი იყო. ამ თანამდებობაზე განახორციელა ე. წ. „აბაშის ექსპირემენტი“, რომელიც ითვალისწინებდა საბაზრო ეკონომიკის ელემენტების დანერგვას საბჭოთა მეურნეობაში.[2]
1982–1991 — წლამდე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სსრ სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს სსრ აგრო-სამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
1989–1991 — წლამდე საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატი, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატი, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი. იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის უახლოეს გარემოცვაში.
1992–1995 წლამდე — საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში. 1995 წლამდე ითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტის — ედუარდ შევარდნაძის უახლოეს თანაგუნდელად. 1990 და 2000-იან წლებში აწარმოებდა სამეწარმეო საქმიანობას რუსეთში და ევროპის ქვეყნებში.
1992 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა მოსკოვში, დაქორწინებული იყო მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატ ნანა იოსელიანზე.[3]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ცდა, რომელიც გამოცდილებად იქცა : (რაიკომის მდივნის ჩანაწერები), თბ.: საბჭ. საქართველო, 1982.
- От эксперимента в районе — к повсеместному внедрению, М.: Экономика, 1983.
- Совершенствование управления в АПК республики, М.: Агропромиздат, 1985.
- Раздумья в пути : Записки секретаря райкома, М.: Политиздат, 1985.