გუნდოროვსკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
გუნდოროვსკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (რუს. Храм Успения Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი ყოფილ სოფელ გუნდოროვსკში (ამჟამად ქალაქი დონეცკი როსტოვის ოლქში), როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. სოფელი გუნდოროვსკი 2004 წელს შეუერთეს როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკს.
გუნდოროვსკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 48°20′52″ ჩ. გ. 40°01′12″ ა. გ. / 48.34778° ჩ. გ. 40.02000° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | მართლმადიდებლობა |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | გუნდოროვსკი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1853-1861 |
ისტორია
რედაქტირებარუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიის ტაძარს სახელი ეწოდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის (მარიამობა) მიხედვით. ეკლესიის აშენების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოფელი გადაიტანეს ჩრდილოეთის დონეცის მარჯვენა ნაპირზე. ახალი ეკლესია გადაწყვიტეს აეშენებინათ ბიზანტიურ სტილში.
1852 წლის 12 მარტს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დაამტკიცა ტაძრის პროექტი. 1853 წლის 4 ივნისს აკურთხეს ტაძრის ასაშენებელი ადგილი. ამავე წელსვე დაიწყო ტაძრის მშენებლობა. რვა წლის შემდეგ ტაძრის მშენებლობა დასრულდა და ეკლესია აკურთხეს. ტაძრის მშენებლობა შეფასდა 38 500 რუბლად, ხოლო კანკელი 10 000 რუბლად. ძველი ხის ტაძრიდან ახალში გადაიტანეს 1695 და 1699 წლის მარხვანი, 1724 წლის თუენი, 1727 წლის ოქტოიხოსი.
1911 წელს ეკლესიას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს ტამბურები მიაშენეს, დაამონტაჟეს ცენტრალური გათბობა.
საბჭოთა ხელისუფლების დროს ეკლესია დახურეს და გამოიყენებოდა ხორბლის საწყობად. 1943 წელს კვლავ გახსნეს. 2008 წელს ეკლესია კვლავ ააღორძინეს და ჩაუტარეს კიდევ ერთი რემონტი. 1987-2007 წლებში ტაძარს მიაშენეს სამრეკლო, შეცვალეს გუმბათი, განახორციელეს ფასადის რემონტი. დააყენეს გაზის გამათბობლები.
2011 წელს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი შეიტანეს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Министерство культуры Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-11. ციტირების თარიღი: 2017-03-20.