თუენი (თთუენი, თვენი) — ქართული ჰიმნოგრაფიული კრებული (to menaios), რომელშიც კალენდარული თანამიმდევრობითაა დალაგებული მთელი წლის ყოველდღიური საგალობლები.

ტერმინი თუენი ჩნდება X საუკუნის მიწურულიდან. იადგარისაგან განსხვავებით თუენში ერთ დღეს ორი ან სამი წმინდანი მოიხსენიება, თუენს არც სამარხვო ნაწილი აქვს. ლიტერატურული ტრადიცია თუენის პირველ შემდგენლად მიიჩნევს გიორგი მთაწმიდელს, რომელმაც თავისი კრებულისათვის ქართულ-ბერძნული წყაროები (X საუკუნის ქართული იადგარები; აია-სოფიას, წმ. პეტრესა და წმ. სვიმეონის ეკლესიათა ბერძნული ჰიმნოგრაფიული კრებულები) გამოიყენა. მან თუენის კალენდარი თავის მიერვე თარგმნილ კონსტანტინოპოლური სვინაქსარის კალენდარს შეუფარდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, მსოფლიო ეკლესიის წმინდანებად აღიარებული იოანე და ექვთიმე მთაწმიდლებისა და ილარიონ ქართველის გვერდით შეიტანა სხვა ეროვნების წმინდანების — ნინოსა და იოდასაფის ხსენებანი. თუენის გიორგი მთაწმინდლისეულ რედაქციას XVIII საუკუნამდე კანონიკური ხასიათი ჰქონდა. XVIII საუკუნეში ალექსი-მესხიშვილმა და ანტონ I-მა ქართული თუენი შეუფარდეს რუსულ ლიტურგიკულ პრაქტიკას, შეასწორეს რუსული ტიბიკონის მიხედვით. ასეთნაირად შესწორებული თუენის სამი თვის საგალობლები დაიბეჭდა კიდეც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 4, თბ., 1957;
  • მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • მეტრეველი ე., ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის ისტორიისათვის XI საუკუნეში, «ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები», 1952, ტ. 9;
  • ჯღამაია ლ., იოანე დამასკელის შობის საგალობლის გიორგი მთაწმიდლისეული თარგმანი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966;
  • ჯღამაია ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 701, თბ., 1979