გულნარა გერსამია

ქართველი ექიმი და მეცნიერი

გულნარა კლიმენტის ასული გერსამია (დ. 13 თებერვალი, 1924, თბილისი — გ. 17 ივლისი, 2008) — ქართველი პათომორფოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968). პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1983). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998); საქართველოს სამედიცინო- ბიოლოგიური მეცნიერებების აკადემიის ნამდვილი წევრი (1995).

1946 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1946-1951 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის რესპუბლიკური დისპანსერის ქირურგ-ორდინატორად. 1951–1959 წლებში პათომორფოლოგიური ლაბორატორიის გამგე. 1959-1977 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 1977 წლიდან გარდაცვალებამდე — ამავე ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სარძევე ჯირკვლის კიბოს ოპერაციამდელი რენტგენოთერაპიის შემდგომი კლინიკურ–მორფოლოგიური ცვლილებები“, დაიცვა 1959 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „დასხივებული სარძევე ჯირკვლის კიბოს სტრუქტურული ცვლილებების მექანიზმების საკითხისათვის“, დაიცვა 1968 წელს.

რესურდები ინტერნეტში

რედაქტირება