ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გულის სუტრა (სანსკ: प्रज्ञापारमिताहृदय Prajñāpāramitā Hṛdaya; ჩინ: 般若波羅蜜多心經 banre Boluomiduo xinjing, პანჟე პუოლუომიტუო ჰსინ ჯინგ; ტიბ: རིན་ཆེན་སྡེ,་ ვაილი: rin chen sde რინჩენდე) არის ცნობილი მაჰაჲანა ბუდისტური სუტრა; ძალიან პოპულარულია მაჰაიანურ ბუდისტებში მისი სიბრძნისა და მნიშვნელობის სიღრმის გამო. სანსკრიტული სახელი პრაჯნჲაპარამიტა ჰრდაჲა (rajñāpāramitā Hṛdaya) ითარგმნება: „ტრანსცენდენტული სრულყოფის სიბრძნის გული“. ბუდისტი მწერლისა და მთარგმნელის ბილ პორტერის თქმით, გულის სუტრა ყველაზე ცნობილი და პოპულარულია ბუდისტურ წერილთა შორის.[1][2][3]

გულის სუტრას სანსკრიტული ტექსტი სიდდჰამის დამწერლობით. ახ.წ. 609.

შინაარსი

რედაქტირება

გულის სუტრა აღწერს ბოდჰისატტვა ავალოკიტეშვარას სწავლებებს. ავალოკიტეშვარა მიმართავს შარიპუტრას, მის ერთ-ერთ მოწაფეს, რომელიც წარმოადგენს „სრულყოფილი სიბრძნის“ ადრეულ ბუდისტურ სკოლას. ბოდჰისატტვა განსაკუთრებით უსვამს ხაზს — „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ და სკანდჰებს სიცარიელის თანასწორად აცხადებს.

ამის შემდეგ ავალოკიტეშვარა საუბრობს რამდენიმე მთავარ ბუდისტურ დოგმაზე და ხსნის, რომ ისინი რეალობის მარტივი განმარტებებია, მაგრამ თავად არაა რეალობა და ამიტომ არ წარმოადგენენ სრულ ჭეშმარიტებას. სხვა სიტყვებით, ბუდისტი სწავლებათა სიტყვებსა და ტრადიციულ დოგმებს არ უნდა ეყრდნობოდეს. ბოდჰისატტვა, როგორც არქეტიპული ბუდისტი, ემხრობა სიბრძნის სრულყოფას, იღებს ყველაფერს ისეთად, როგორიც არის, ანუ რეალობას პირდაპირ აღიქვამს.

ეს სრულყოფილი სიბრძნე თავმოყრილია გულის სუტრას მანტრაში ან „მაჰამანტრაში“:

गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა

რომელიც ნიშნავს სრულ გათავისუფლებას ილუზიისგან და ეგებება გასხივოსნებას.

მაჰამანტრა

რედაქტირება
  • ქართული ტრანსკრიფცია: გატე გატე პა:რაგატე პა:რასამ.გატე ბოდჰი სვა:ჰა:
  • ლათინური დამწერლობა: gate gate pāragate pārasaṃgate bodhi svāhā
  • დევანაგარი: गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
  • ჰანგილი: 아제아제 바라아제 바라승아제 모지사바하 (aːdʒæ aːdʒæ baːraː aːdʒæ baːraː suŋ aːdʒæ moːdʒɪ saːbaːɦaː)
  • ჩინური: 揭諦揭諦 波羅揭諦 波羅僧揭諦 菩提娑婆訶, ფინინი: Jiē dì jiē dì bō luó jiē dì bō luó sēng jiē dì pútí suōpó hē
  • ტიბეტური დამწერლობა: ག༌ཏེ༌ག༌ཏེ༌པཱ༌ར༌ག༌ཏེ༌པཱ༌ར༌སཾ༌ག༌ཏེ༌བོ༌དྷི༌སྭཱ༌ཧཱ། (გა ტე გა ტე პა: რა გა ტე პა: რა სამ. გა ტე ბოდჰი სოჰა)
  • IPA წარმოთქმა: ɡəteː ɡəteː paːɾəɡəteː paːɾəsəŋɡəte boːdʱɪ sʋaːɦaː
  1. Pine 2004, pg. 16
  2. Pine 2004, pg. 18
  3. Nattier 1992, pg. 153

佛經讀誦MP3 დაარქივებული 2011-04-26 საიტზე Wayback Machine.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გულის_სუტრა“-დან