გუდაყვის საეპისკოპოსო

გუდაყვის საეპისკოპოსო — ისტორიული ეპარქია დასავლეთ საქართველოში.

ზოგიერთი წყაროს (გიორგი მთაწმიდლის „დიდი სვინაქსარი“) ცნობით გუდაყვა იგივე „ზიღანეოსია“. მდებარეობდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, აფსარონსა და ბიჭვინთას შორის. ითვლება, რომ გუდაყვა თანამედროვე გუდავაა. იგი იყო საეპისკოპოსო ცენტრი ლაზეთში, შედიოდა ფაზისის სამიტროპოლიტოში და ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, რომლის დაქვემდებარებიდანაც დაახლოებით IX საუკუნის ბოლოს გამოვიდა.

საქართველოს მეფე ბაგრატ III-მ გუდაყვის საეპიკოპოსოს მაგივრად დააარსა ბედიის საეპისკოპოსო. „მატიანე ქართლისას“ მიხედვით, „ამანვე მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისაჲ და შექმნა საყდარად საეპისკოპოსოდ. მოცვალა მუნ გუდაყვის საეპისკოპოსოჲ“. ეს "მოცვლა" დაკავშირებული იყო მეფის საეკლესიო პოლიტიკასთან, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს ძველი ბიზანტიური ორიენტაციის საეპისკოპოსოების ადგილას დააარსა ახალი, ქართული საეპისკოპოსოები. ცნობები გუდაყვის საეპისკოპოსოს შესახებ მეტად მწირია, რადგანაც არც ერთი ეპისკოპოსის სახელი არაა ცნობილი.

ლიტერატურა

რედაქტირება