მთავარი მენიუს გახსნა

გუდამაყრელებიქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ხშირად მთიულების ქვეჯგუფად განიხილავენ. ძირითადად ცხოვრობენ დუშეთის რაიონში, გუდამაყრის არაგვის ხეობაში. საუბრობენ ქართული ენის მთიულურ-გუდამაყრულ დიალექტზე. გუდამაყრელები ქრისტიანული რწმენის მიმდევრები არიან, საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან განსხვავდებიან ყოფისა და კულტურის ზოგიერთი თავისებურებებით.