ყუბა

ქალაქი აზერბაიჯანში
(გადამისამართდა გვერდიდან გუბა)

ყუბა (აზერ. Quba) — ქალაქი აზერბაიჯანში, რომელიც მდებარეობს ყუბის რაიონში. მდებარეობს შაჰდაღის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებზე ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე.

ქალაქი
ყუბა
Quba
გერბი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი ყუბა
კოორდინატები 41°21′55″ ჩ. გ. 48°31′35″ ა. გ. / 41.36528° ჩ. გ. 48.52639° ა. გ. / 41.36528; 48.52639
დაარსდა XV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 11±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული
მოსახლეობა 23,9 ათასი კაცი (2012)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები, ლეკები, რუსები და სხვა
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი 169
საფოსტო ინდექსი AZ 4000
საავტომობილო კოდი 40 AZ
ყუბა — აზერბაიჯანი
ყუბა

ქალაქი ყუბა დაფუძნებულია XV საუკუნეში. 1735 წელს მმართველმა ჰუსეინ ალიმ ყუბის სახანოს დედაქალაქი გადაიტანა ხუდადიდან ყუბაში[1]. რუსულ-სპარსული ომის პერიოდში 1796 ქალაქი დაიკავა რუსულმა არმიამ. 1806 წელს ქალაქი ისევ რუსულმა არმიამ დაიკავა[1] გულისტანის საზავო ხელშეკრულებით და 1813 წელს დარჩა რუსეთს.  

1810 წლიდან ყუბა იყო გუბის პროვინციის ცენტრი, შემდეგ 1840 წელს ყუბა ხდება ყუბის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. 1846 წელს გახდა დერბენდის გუბერნიის სამაზრო ქალაქი. 1859 წელს გადაეცა ბაქოს გუბერნის[1].

ვარაუდობენ, რომ თანამედროვე ყუბის ტერიტორიაზე მდებარეობდა კავკასიის ალბანეთის ქალაქი ხობოტა.[2][3]

გეოგრაფია

რედაქტირება

ყუბა მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, კავკასიონის მთავარი ქედის გასწვრივ, სამურ-დევეჩის ვაკეებს შორის. რეგიონის რელიეფი შედგება მთის მწვერვალების, საშუალო და მაღალმთიანი რეგიონებისგან.

რეგიონში ბუნების ბევრი თვალწარმტაცი ადგილებია: ბალბულაგი, გიზბანოვშა, გაჩრეში, ტენგესალტის ხეობა, სოფელ აფურჯასთან ახლოს მდებარეობს ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 75-80 მეტრია.[4]

ყუბის კლიმატი — ზომიერია. ზამთარი ზომიერი და მოკლეა, არასტაბილური თოვლის საფარით, ზაფხულში ზომიერად ცხელი ამინდია.[5]

მოსახლეობა

რედაქტირება

1897 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ყუბაში 15 363 ადამიანი ცხოვრობდა.[6] ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად, რომელიც XIX-XIX საუკუნეებში გამოქვეყნდა, ქალაქში 16,138 ადამიანი ცხოვრობდა.[7] 1912 წელს კავკასიის კალენდრის მიხედვით, ქალაქში ცხოვრობდა 25 110 ათასი ადამიანი,[8] რომელთაგან უმრავლესობა ებრაელები იყვნენ.

1959 წლის აღწერის თანახმად, ყუბაში 15 947 ადამიანი ცხოვრობდა.[9] ქალაქის 1979 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 19 437 ადამიანი იყო,[10] 1989 წელს კი 20 791 ადამიანი მიაღწია.[11] 2012 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობამ 23,9 ათასი კაცი შეადგინა.

კრასნაია სლაბოდას (აზერ. Qırmızı Qəsəbə — წითელი დასახლება) დასახლება მთიელი ებრაელების უმსხვილესი დასახლებაა აზერბაიჯანში.

ყუბას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძლიერი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, უმრავლესობა კი ტურიზმისა და სამშენებლო ინდუსტრიის მეშვეობით.[12]

 
გუბის ცენტრალური ქუჩა

ყუბა მიმზიდველია თავისი მწვანე ბუნებით, ტყეებითა და მთებით, რომელიც კავკასიონის მთების რიგს წარმოადგენს. ყუბის რეგიონში მდებარეობს სოფელი ხინალიგი, რომელიც  განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი (ზღვის დონიდან 2000 მეტრზე) და იზოლირებული დასახლება, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ.[13] ასევე რეგიონში და ქალაქის მახლობლად ბევრი მთა და ჩანქერია.

ყუბა ხალიჩების ქსოვის ცნობილი ცენტრია. იქ მდებარეობს აზერბაიჯანის ხელოვნების ინსტიტუტის ფილიალი. ქალაქში მდებარეობს ადგილობრივი ისტორიული მუზეუმი.

სამზარეულო

რედაქტირება

ყუბის სამზარეულოზე დიდძალი გავლენა მოახდინა მისმა მულტიკულტურულმა ისტორიამ. სამზარეულო მოიცავს ისეთ კერძებს, როგორიცაა Quba tıxması, ცხარე ქაბაბი, გუბის ფახლავა და თანდირ ქაბაბი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ყუბა&oldid=4312827“-დან