გუახარო
(გადამისამართდა გვერდიდან გუახაროსებრნი)
გუახარო (ლათ. Steatornis caripensis) — ფრინველი უფეხურასნაირთა რიგისა. ერთადერთი სახეობაა გვარსა და ოჯახში. ტიპობრივი გამოქვაბულის ბინადარია. სხეულის სიგრძე 55 სმ აღწევს, ფრთების შლილი 1 მ. აქვს მაგარი ნისკარტი, პირის ირგვლივ გრძელი, უხეში ჯაგრები, რომლებიც ეხმარება სიბნელეში ექოლოკაციის საშუალებით ორიენტირებაში, წაბლისფერ-მურა აქა-იქ თეთრკოპლებიანი ბუმბული. გვხვდება სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილის მთებში, აგრეთვე კუნძულ ტრინიდადზე. იკვებება ღამით პალმისა და დაფნისებრთა ნაყოფით, რომელსაც ყნოსვით აგნებს. ინელებს მხოლოდ ნაყოფის რბილობს, ამონთხეული თესლითა და ნერწყვით კი ბუდეს იკეთებს. ბუდობს ჯგუფებად. დებს 2-4 კვერცხს. ბარტყები ბუდეში 4 თვემდე რჩებიან და ძლიერ სუქდებიან. მათ ქონს ინდიელები საჭმელად და გასანათებლად იყენებდნენ.
გუახარო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Steatornis caripensis (Humboldt, 1817) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22689633 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 287.