გუანე
გუანე — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, პინარ-დელ-რიოს პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დაარსდა 1596 წელს. მუნიციპალიტეტის სტატუსი 1879 წელს მიიღო.
მუნიციპალიტეტი | |
---|---|
გუანე Guane | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | პინარ-დელ-რიო |
კოორდინატები | 22°12′02″ ჩ. გ. 84°05′02″ დ. გ. / 22.20056° ჩ. გ. 84.08389° დ. გ. |
დაარსდა | 1596 წ |
ფართობი | 717 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 25 მ |
მოსახლეობა | 35 893 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 50,1 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-82 |
რელიეფი ტალღისებურია, 45% გორაკ-ბორცვიანია, 55% კი ვაკე, რაც ძირითადად სანაპირო ზოლში იყრის თავს.
პირველი დასახლებები ამ ტერიტორიაზე 1596 წელს დაარსდა. საკმაოდ სწრაფად განვითარდა მეტყევეობა და მეთამბაქოეობა, რაც ეკონომიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა.
ქალაქში აწარმოებენ უალკოჰოლო სასმელ სიეგო მონტეროს (Ciego Montero).
დემოგრაფია
რედაქტირება2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 35 893 ადამიანს შეადგენდა.[1] 717 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 50,1 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.