გრძივი ტალღა
გრძივი ტალღა არის ტალღა, რომელშიც ტალღის გავრცელების მიმართულება (ნაწილაკების) ვიბრაციის მიმართულების პარალელურია. მექანიკურ გრძივ ტალღებს ხშირად კუმშვად ტალღებადაც მოიხსენიებენ.
არაელექტრომაგნიტური გრძივი ტალღები
რედაქტირებაგრძივი ტალღის მაგალითებია ბგერითი ტალღა და სეისმური P-ტიპის ტალღა.
ბგერითი ტალღა
რედაქტირებაგრძივი, ჰარმონიული ბგერითი ტალღის სიხშირე და ტალღის სიგრძე აღიწერება ფორმულით
სადაც:
- y არის რაიმე წერტილის გადახრა ბგერით ტალღაში;
- x არის მანძილი, რომელიც წერტილმა გაიარა ტალღის წყაროდან;
- t არის დრო;
- y0 არის რხევის ამპლიტუდა;
- c არის გავცელების სიჩქარე; და
- ω არის ტალღის კუთხური სიხშირე.
ჩვეულებრივი სიხშირე f, რომელიც იზომება ჰერცებში, კუთხური სიხშირის მეშვეობით შემდეგი ფორმულის მეშვეობით შეიძლება ვიპოვოთ
ბგერითი ტალღისთვის ტალღის ამლიტუდა არის ტალღის გავცელებისას წნევის შეუშფოთებელ მნიშვნელობასა და მაქსიმალურად შეშფოთებულ მნიშვნელობას შორის სხვაობის მოდული.
ბგერის გავრცელების სიჩქარე დამოკიდებულია გარემოზე, რომელშიც ტალღა ვრცელდება და ტემპერატურაზე.
ელექტრომაგნიტური გრძივი ტალღები
რედაქტირებამაქსველის განტოლებების მიხედვით ვაკუუმში შეიძლება ვრცელდებოდეს ელექტრომაგნიტური ტალღა, რომელიც განივ ტალღას წარმოადგენს.[1] თუმცა, გარემოში, მაგალითად პლაზმაში შეიძლება არსებობდეს როგორც განივი, ასევე გრძივი, ან/და შერეული ტიპის ელექტრომაგნიტური ტალღები.[1][2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 David J. Griffiths, Introduction to Electrodynamics, ISBN 0-13-805326-X
- ↑ John D. Jackson, Classical Electrodynamics, ISBN 0-471-30932-X.