ემანუელ დე გრუში
ემანუელ დე გრუში (ფრანგ. Emmanuel de Grouchy), მარკიზი (დ. 23 ოქტომბერი, 1766, პარიზი — გ. 29 მაისი, 1847, სენტ-ეტიენი) — საფრანგეთის სამხედრო მოღვაწე, მარშალი (1815); ნაპოლეონის ომების მონაწილე.
ემანუელ დე გრუში | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 ოქტომბერი, 1766[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | პარიზი |
გარდაცვალების თარიღი | 29 მაისი, 1847[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
გარდაცვალების ადგილი | სენტ-ეტიენი |
ჯარის სახეობა | სახმელეთო ჯარები |
წოდება | Marshal of the Empire |
ბრძოლები/ომები | ნაპოლეონის ომები |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Marshal of the Empire, Commandeur of the Royal and Military Order of Saint Louis, საფრანგეთის მარშალი და names inscribed under the Arc de Triomphe |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამხედრო სამსახურში იყო 1779 წლიდან. არისტოკრატიული წარმოშობის მიუხედავად მხარი დაუჭირდა საფრანგეთის რევოლუციას, რესპუბლიკურ არმიას შეუერთდა და მალე დივიზიის გენერლობა მიიღო. მონაწილეობდა ვანდეის ომში (1793), ირლანდიის ექსპედიციაში (1797). 1798 წელს იყო პიემონტის გუბერნატორი. თავი გამოიჩინა იტალიაში რუსეთისა და ავსტრიის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში 1799 წელს. ნოვის ბრძოლაში 14 ჭრილობა მიიღო და ტყვედ ჩავარდა. გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა; შემდეგ მონაწილეობდა ჰოჰენლიდენის ბრძოლაში ავსტრიელების წინააღმდეგ (1800). თავდაპირველად ნაპოლეონ ბონაპარტის ოპოზიციაში იყო, შემდეგ მის სამსახურში ჩადგა და მონაწილეობდა მის ყველა მნიშვნელოვან ომში. 1809 წ. ავსტრიასთან ომის დროს სარდლობდა ოიჟენ ბოარნეს „იტალიის არმიის“ კავალერიას. 1812 წ. ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობის დროს მეთაურობდა კავალერიულ კორპუსს. მოკავშირეების შეტევის დროს მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში საფრანგეთის ტერიტორიაზე (1814 წ.). 1815 წ. ნაპოლეონის პირველი გადაგომის შემდეგ წოდება და ტიტულები ჩამოართვეს. „ასი დღის“ დროს კვლავ იმპერატორს მიემხრო და გახდა საფრანგეთის მარშალი და პერი. ვატერლოოს კამპანიის დროს სარდლობდა კორპუსს, რომელიც ლინის ბრძოლის შემდეგ უკანდახეული პრუსიელები უნდა გაენადგურებინა; თუმცა გრუშიმ ეს ვერ შეძლო, რამაც გადაწყვიტა ვატერლოოს ბრძოლის ბედი. ამის შემდეგ გრუშიმ მოიპოვა უმნიშვნელო გამარჯვება ვავრთან და შეძლო არმიის ნარჩენების უკანდახევის ორგანიზება პარიზის მიმართულებით. ბურბონთა მეორე რესტავრაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 1821 წლის ამნისტიამდე დარჩა. როიალისტები მის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ, ბონაპარტისტები კი ვატერლოოს კამპანიის დროს დაშვებული შეცდომების გამო მოღალატედ მიიჩნევდნენ. 1830 წ. ივლისის რევოლუციის შემდეგ მეფე ლუი ფილიპმა მარშლისა და პერის წოდებები დაუბრუნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბრიტანიკა, 1911 წლის გამოცემა
- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #100491987 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Emmanuel Grouchy de — ministère de la Culture.
- ↑ 4.0 4.1 Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 GeneaStar
- ↑ 9.0 9.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.