გრო-მორნი (რეიუნიონი)
გრო-მორნი (ფრანგ. Gros Morne) — მთა კუნძულ რეიუნიონზე.
გრო-მორნი | |
---|---|
გრო-მორნის ვულკანი | |
კოორდინატები: 21°05′10″ ს. გ. 55°27′58″ ა. გ. / 21.08611° ს. გ. 55.46611° ა. გ. | |
ქვეყანა | რეიუნიონი |
სიმაღლე | 3019 მ |
ქედი | პიტონ-დე-ნეჟის მასივი |
ტიპი | ფარისებრი ვულკანი |
უმაღლესი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან — 3019 მეტრზე[1], ეს სიმაღლით მეორე მწვერვალია კუნძულზე. გრო-მორნი მდებარეობს ქალაქ სილაოდან ჩრდილოეთით, რეიუნიონის ცენტრალურ ნაწილში. მწვერვალი — პიტონ-დე-ნეჟის მასივის ნაწილია, რომელსაც აქვს ვულკანური წარმოშობა, მაგრამ არააქტიურია. ფერდოები ციცაბოა, ხშირი დაკიდული კლდეებით. გეოლოგიურად ფარისებრი ვულკანი ჩამოყალიბებულია პლიოცენური ეპოქის ტუტე ბაზალტებისაგან.[2]
მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალის დაპყრობა ძალიან რთული არ არის, პირველი დარეგისტრირებული ასვლა დათარიღებულია მხოლოდ 1939 წლით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gros Morne, Réunion – Climbing, Hiking & Mountaineering
- ↑ გარდატეხის სეიშელ-მასკარენული ზონა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-14. ციტირების თარიღი: 2015-08-05.