პიტონ-დე-ნეჟის მასივი
პიტონ-დე-ნეჟის მასივი (ფრანგ. Massif du Piton des Neiges) — მთის მასივი კუნძულ რეიუნიონზე.
პიტონ-დე-ნეჟის მასივი | |
---|---|
პიტონ-დე-ნეჟი | |
კოორდინატები: 21°05′54″ ს. გ. 55°28′21″ ა. გ. / 21.09833° ს. გ. 55.47250° ა. გ. | |
ქვეყანა | რეიუნიონი |
უმაღლესი წერტილი | პიტონ-დე-ნეჟი |
სიმაღლე | 3069 მ |
ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი მდებარეობს პიტონ-დე-ნეჟის ჩამქრალ ვულკანზე — 3070 მეტრ[1] სიმაღლეზე. სხვა მწვერვალებია — გრო-მორნი — 3019 მეტრი,[2] გრან-ბენარი, როშ-ეკრიტი და მაიდო.
მასივს აქვს ვულკანური წარმოშობა (დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ), მაგრამ ვულკანის უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 12 ათას წელზე მეტი ხნის წინ. პითონ-დე-ნეჟი ითვლება მძინარე ვულკანად, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პიტონ-დე-ლა-ფურნეზის ვულკანისაგან განსხვავებით, სადაც XVII საუკუნიდან მოყოლებული 150-ზე მეტი ამოფრქვევაა დაფიქსირებული.