გრიფინები (სეზონი 4)
ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მესამე სეზონი გადაიცემოდა ტელეარხ Fox-ის ეთერში 2005 წლის მაისიდან 2006 წლის 21 მაისამდე. შედგება 30 ეპიზოდისგან. სეზონში გრძელდება გრიფინების ოჯახის თავგადასავალი: პიტერი, (მამა), ლოისი (დედა), მეგი (ქალიშვილი), კრისი (ვაჟიშვილი), სტიუ (ვაჟიშვილი) და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი. ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში.
გრიფინები (სეზონი 4) | |
---|---|
მეოთხე სეზონის DVD გამოცემის გარეკანის ფოტო | |
ეპიზოდი | 30 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 1 მაისი, 2005 – 21 მაისი, 2006 |
სახლის ვიდეოს გამოცემა | |
DVD-ზე გამოიცა | 2005 |
2005 წლის 29 ნოემბერსა და 2006-ის 14 ნოემბერს გამოვიდა DVD გამოცემა ორ ნაწილად, ერთში შესული არის მეოთხე სეზონის 14 ეპიზოდი, ხოლო მეორეში დანარჩენი — 14 ეპიზოდი.
გრიფინების ჩვენება შეწყდა 2002 წელს დაბალი რეიტინგის გამო,[1][2] თუმცა Catron Network-ის სატელევიზიო გადაცემა Adult Swim-ზე ხელმეორედ გასვლის შემდეგ სერიალი იქცა მაუწყებლობის ყველაზე პოპულარულ პროგრამად (საშუალოდ ყოველ ეპიზოდს ჰყავდა 1.9 მილიონი მაყურებელი)[3] და გაიყიდა DVD დისკების 3 მილიონი ეგზემპლარი, რამაც ფოქსს კვალვ გაუჩინა ინტერესი სერიალისადმი.
მეოთხე სეზონმა მიიღო ნილსენის მაღალი რეიტინგები. პირველ ეპიზოდ North by North Quahog-ს ჰყავდა დაახლოებით 11.85 მილიონი მაყურებელი. ამასთანავე სეზონი ნომინირებული იყო სხვადასხვა დაჯილდოებებზე, მათ შორის პრაიმტაიმის ემის ჯილდო საუკეთესო ანიმაციური პროგრამისთვის და ენის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისა და სცენარისტის კატეგორიაში. ასევე მიიღო დადებითი შეფასებები სხვადასხვა ბეჭდვითი თუ ინტერნეტ გამოცემებისგან.
ეპიზოდები
რედაქტირება№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
51 | 1 | „North by North Quahog“ | პიტერ შინი | სეთ მაკფარლეინი | 1 მაისი, 2005 | 4ACX01 | 11.85[4] |
პიტერმა და ლოისმა თავიანთი ურთიერთობის გამოცოცხლება გადაწყვიტეს და მეორე თაფლობის თვე მოიწყვეს. გზაში ისინი შემთხვევით მოხვდნენ მელ გიბსონის სასტუმრო ნომერში. იქ მდებარე საიდუმლო ოთახში მათ აღმოაჩინეს გიბსონის ფილმის, „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილი, რომელიც პიტერმა მოიპარა. გიბსონის თანამზრახველები ცოლ-ქმარს მისდევენ, იტაცებენ ლოისს, თუმცა, პიტერი ყველას ატყუებს, გიბსონს კლავს და ლოისს ტყვეობისგან იხსნის. ამავე დროს, ბრაიანი და სტიუი დაკავებულნი არიანი კრისის აღზრდით. | |||||||
52 | 2 | „Fast Times at Buddy Cianci Jr. High“ | მიტ მიშელსი | კენ გოინი | 8 მაისი, 2005 | 4ACX02 | 9.71[5] |
ბრაიანი მასწავლებელი ხდება და ცდილობს გაუმკლავდეს „რთულ კლასს“. ამავე დროს, კრისს უყვარდება ახალი მასწავლებელი, რომელიც ცდილობს მის გამოყენებას თავისი დანაშაულებრივ მიზნებში. | |||||||
53 | 3 | „Blind Ambition“ | ჩაკ კლეინი | სტივ კალაჰანი | 15 მაისი, 2005 | 4ACX04 | 9.20[6] |
ვუარეისტი ქუაგმაირი, რომელიც სავაჭრო ცენტრში ქალებს აკვირდებოდა, მიუხედავად სურვილის არქონისა, გმირი გახდა. პიტერსაც მოუნდა გმირობა: მან ბევრი მონეტა გადაყლაპა, თუმცა, მხედველობა დაკარგა. მხოლოდ ამის შემდეგ პიტერმა შემთხვევით ჩაიდინა საგმირო საქმე. | |||||||
54 | 4 | „Don't Make Me Over“ | სარა ფროსტი | ჯინ ლაუფენბერგი | 5 ივნისი, 2005 | 4ACX03 | 7.23[7] |
წარმატებული მაკიაჟის შემდეგ მეგი ძალიან ლამაზი გახდა. გრიფინებმა და მათმა მეგობრებმა შექმნეს მუსიკალური ჯგუფი და ნიუ-იორკში გაემგზავრნენ და გამოსვლები მოაწყვეს. შოუს პირდაპირ ეთერში მეგმა ქალიშვილობა დაკარგა, პიტერმა კი ჩხუბი მოაწყო, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად მთავრდება. | |||||||
55 | 5 | „The Cleveland–Loretta Quagmire“ | ჯეიმზ პარდამი | მაიკ ჰენრი & პატრიკ ჰენრი | 12 ივნისი, 2005 | 4ACX08 | 8.35[8] |
ლორეტა კლივლენდს ქუაგმაირთან ღალატობს, რის შესახებაც ჯერ პიტერი და ბრაიანი, ხოლო შემდეგ ყველა იგებს. ყველაფერი განქორწინებით მთავრდება. | |||||||
56 | 6 | „Petarded“ | სეთ კირსლი | ალეკ სულკინი & უელესლი უაილდი | 19 ივნისი, 2005 | 4ACX09 | 7.23[7] |
პიტერი გადის ტესტს გენიოსობაზე, თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგი გონებრივად ჩამორჩენილია. პიტერმა გააცნობიეა, რომ საზოგადოება ლოიალურია ამგვარი დაავადების ადამიანებისადმი, ამიტომ, ქალაქში არეულობას იწყებს. ამავე დროს, ლოისი საავადმყოფოში ხვდება, ხოლო პიტერს დაავადების გამო ბავშვებს ართმევენ. მათი დროებითი მამა კლივლენდი ხდება. | |||||||
57 | 7 | „Brian the Bachelor“ | დენ პოვენმაირი | მარკ ჰენტემანი | 26 ივნისი, 2005 | 4ACX10 | 7.29[9] |
ბრაიანი მონაწილეობს შოუ „უცოლოში“, სადაც ბრუკი უყვარდება. ამავე დროს კრისის სახეზე იზრდება უზარმაზარი მოლაპარაკე მუწუკი, რომელიც მას ქალაქში დებოშის მოწყობას აძალებს და კინაღამ კლავს კიდეც. | |||||||
58 | 8 | „8 Simple Rules for Buying My Teenage Daughter“ | გრეგ კოლტონი | პატრიკ მეიგანი | 10 ივლისი, 2005 | 4ACX11 | 6.1[10] |
პიტერი ვერ ახერხებს მეაფთიაქისთვის ფულის მიცემას და მასთან კრედიტს ხსნის, თუმცა, მალე მისი ვალი ისეთ დიდ თანხას აღწევს, რომ იგი თავის შვილს, მეგს, მონად ყიდის. ამავე დროს ლოისი პოულობს ძიძას სტიუსთვის, უკანასკნელს კი ძიძა უყვარდება. სტიუ აცნობიერებს, რომ ძიძა მის მიმართ არაფერს გრძნობს, ამიტომ, „ფეხს უდებს“, თუმცა, მოგვიანებით ამის გამო ნანობს. | |||||||
59 | 9 | „Breaking Out Is Hard to Do“ | კურტ დამასი | ტომ დევანი | 17 ივლისი, 2005 | 4ACX12 | 5.75[11] |
ლოისს უჩნდება მიდრეკილება კლეპტომანიისაკენ. ბრაიანი ამას ამჩნევს და დახმარებას ცდილობს. ლოისი ყველაფერს აცნობიერებს, თუმცა ხვდება, რომ დახმარება უკვე დაგვიანებულია. ჩადენილი დანაშაულებისთვის იგი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ლოისის გარეშე გრიფინების სახლში არეულობა იწყება, ამიტომ, პიტერი ცოლს გაქცევაში ეხმარება. ნაქირავებ ბინაში დამალულ გრიფინებს ჯო დევნას უწყობს. ეპიზოდის ბოლოში ლოისი ჯოს სიკვდილისგან იხსნის, მადლობის ნიშნად კი უკანასკნელი სასამართლოს ვერდიქტის ანულირებას ახდენს. | |||||||
60 | 10 | „Model Misbehavior“ | სარა ფროსტი | სტივ კალაჰანი | 24 ივლისი, 2005 | 4ACX13 | 6.73[12] |
ლოისი ახალგაზრდობის ოცნებაზე იხსენებს და მოდელი ხდება ოჯახზე კი საერთოდ ივიწყებს. პიტერი და კარტერ პიუტერშმიდტი მის სახლში დაბრუნებას ცდილობენ. ამავე დროს, სტიუი ფინანსური პირამიდის ორგანიზაციას ახდენს, ბრაიანი კი მისი „საკრედიტო მონა“ ხდება. | |||||||
61 | 11 | „Peter's Got Woods“ | ჩაკ კლეინი & ზაკ მონკრიფი | დენი სმითი | 11 სექტემბერი, 2005 | 4ACX14 | 9.22[13] |
ბრაიანს შეუყვარდა მეგის სკოლის მასწავლებელი და თავის მოსაწონებლად განცხადება შეიტანა სკოლის სახელის შესაცვლელად. პიტერს ეს ყველაფერი არ მოსწონს, ამიტომ ჯეის ვუდს სიტუაციაზე ზრუნვას სთხოვს. საბოლოოდ, პიტერი და ჯეიმზი საუკეთესო მეგობრები ხდებიან. მალევე ბრაიანი წყვეტს რომანს მასწავლებელთან და პიტერთან ურთიერთობას აგრძელებს, ჯეიმზი კი მათ „ფეხებში ებლანდება“. | |||||||
62 | 12 | „Perfect Castaway“ | ჯეიმზ პარდამი | ჯონ ვეინერი | 18 სექტემბერი, 2005 | 4ACX15 | 8.68[14] |
ხომალდის დაღუპვის შემდეგ ქუაგმაირი, კლივლენდი, ჯო და პიტერი უკაცრიელ კუნძულზე ხვდებიან. ლოისს გონია, რომ პიტერი გარდაიცვალა, ამიტომ, ბრაიანს მიყვება ცოლად. რამდენიმე თვის შემდეგ პიტერი ბრუნდება, ლოისს კი მას და ბრაიანს შორის არჩევანის გაკეთება უწევს. | |||||||
63 | 13 | „Jungle Love“ | სეთ კირსლი | მარკ ჰენტემანი | 25 სექტემბერი, 2005 | 4ACX16 | 8.56[15] |
კრისს ეშინია უმაღლეს სკოლაში გადასვლის, ამიტომ, იხიზნება სამხრეთი ამერიკაში, სადაც აბორიგენების პატივისცემას იმსახურებს და ცოლად მოჰყავს ტომის ბელადის შვილი. ქორწილზე კრისთან გრიფინების ოჯახი მიდის. ახლობლებთან ურთიერთობის შემდეგ იგი აცნობიერებს, რომ მისი ადგილი შეერთებულ შტატებშია, თუმცა, აბორიგენებისაგან წასვლა რთული გამოდგა. | |||||||
64 | 14 | „PTV“ | დენ პოვენმაირი | ალეკ სულკინი & უელესლი უაილდი | 6 ნოემბერი, 2005 | 4ACX17 | 7.98[16] |
სატელევიზიო ცენზურით უკმაყოფილო პიტერი თავის „გარყვნილ“ ტელეარხს ხსნის, სადაც ცენზურა არ მოქმედებს, თუმცა, ფედერალური აგენტების ტელეარხს ხურავენ, რის შემდეგაც რეალური ცხოვრების ცენზურასაც იწყებენ. დახმარებისთვის პიტერი და ლოისი კონგრესს მიმართავენ. | |||||||
65 | 15 | „Brian Goes Back to College“ | გრეგ კოლტონი | მეტ ფლეკენშტეინი | 13 ნოემბერი, 2005 | 4ACX18 | 9.2[17] |
ბრაიანი იღებს პრესტიჟულ სამუშაოს ცნობილ გაზეთში, თუმცა, უმაღლესი განათლების მიღებისთვის მან კოლეჯი უნდა დაამთავროს. სტიუისთან ერთად იგი სასწავლებლად მიდის. ბოლო გამოცდის ჩაბარება, რომელიც ბრაიანს დიპლომის მიღების საშუალების მისცემს, მხოლოდ თაღლითობის გზით არის შესაძლებელი, ბრაიანს კი ასე მოქცევა არ უნდა. ამავე დროს, პიტერი თავის მეგობრებთან ერთად „სუპერ გუნდს“ ქმნის. | |||||||
66 | 16 | „The Courtship of Stewie's Father“ | კურტ დამასი | კირკერ ბატლერი | 20 ნოემბერი, 2005 | 4ACX19 | 9.08[18] |
ლოისი თვლის, რომ პიტერი სტიუის ცოტა დროს უთმობს. პიტერი მოქმედებას იწყებს, სტიუისთან ახლოვდება, შემდეგ კი ისინი ლოისს ერთად აწვალებენ, შემდეგ კი ატრაქციონების პარკში მიდიან, სადაც პიტერი შვილს კინაღამ კარგავს. | |||||||
67 | 17 | „The Fat Guy Strangler“ | კრის შერიდანი | კირკერ ბატლერი | 27 ნოემბერი, 2005 | 4ACX20 | 9.85[19] |
ლოისი პოულობს თავის დაკარგულ ძმა პატრიკს, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაშია. კლინიკიდან ლოისს იგი სახლში მიჰყავს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ პატრიკი მანიაკი, რომელსაც მსუქნების მოკვლა უყვარს. მისი მსხვერპლი კინაღამ პიტერი გახდა. | |||||||
68 | 18 | „The Father, the Son, and the Holy Fonz“ | ჯეიმზ პარდამი | დენი სმითი | 18 დეკემბერი, 2005 | 4ACX22 | 8.26[20] |
პიტერის მამა, ფრენსისი, ითხოვს, რომ სტიუი კათოლიკური რმწენის წესით მონათლონ, თუმცა, სტიუი ცუდად ხდება დამპალი ნაკურთხი წყლის გამო. ამის შემდეგ პიტერი ცდილობს ახალი აღმსარებლობა შეარჩიოს, თუმცა, შესაფერისს ვერაფერს პოულობს, ამიტომ, ქმნის საკუთარ რელიგიას, რომლის მიმდევრებიც ტელესერიალის გმირს ეთაყვანებიან. პიტერის რელიგიას ბოლოს უღებენ ბრაიანი და ფრენსისი. | |||||||
69 | 19 | „Brian Sings and Swings“ | ჩაკ კლეინი & ზაკ მონკრიფი | მაიკლ როუ | 8 იანვარი, 2006 | 4ACX21 | ცნობილი გახდება |
ბრაიანი რესტორნებში იწყებს გამოსვლას ფრენკ სინატრა უმცროსთან ერთად, მოგვიანებით მათ სტიუც უერთდება. ამავე დროს, მეგი გაწევრიანდა ლესბოსელთა კლუბში, რამაც ძლიერ აამაღლა მისი სტატუსი სკოლაში. | |||||||
70 | 20 | „Patriot Games“ | სინდი ტენგი | მაიკ ჰენრი | 29 იანვარი, 2006 | 4ACX25 | 9.08[21] |
პიტერს იწვევენ ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის გუნდში, თუმცა, მასში რწმენის დაკარგვის შემდეგ უპერსპექტივო კლუბში აგზავნიან, რომლის რიგებიდანაც მან ყოფილი გუნდი სპორტულ დუელზე გაიწვია, მაგრამ, დამარცხდა. ამავე დროს, სტიუი ბუკმეიკერი გახდა, ბრაიანმა კი მასთან 50 დოლარი წააგო. | |||||||
71 | 21 | „I Take Thee Quagmire“ | სეთ კირსლი | ტომ მაქსველი & დონ ვოდარდი და სტივ კალაჰანი | 12 მარტი, 2006 | 4ACX23 | 8.06[22] |
ქუაგმაირს უყვარდება მოახლე, რომლის მომსახურებაც პიტერმა სათამაშო შოუზე მოიოგი. ქუაგმაირი მასზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა, ბოლო წუთს გააცნობიერა, რომ იჩქარა. პიტერი მის გადარჩენას ცდილობს, თუმცა, არაფერი გამოსდის. საბოოლოდ, მათ დასახმარებლად სიკვდილი მოდის. ამავე დროს, ლოისი ცდილობს სტიუ ძუძუს რძეს გადააჩვიოს. | |||||||
72 | 22 | „Sibling Rivalry“ | დენ პოვენმაირი | ჩერი ჩევაპრავატდუმრონგი | 26 მარტი, 2006 | 4ACX24 | 7.95[23] |
პიტერი ვაზექტომიას იკეთებს, რის გამოც მისი და ლოისის პირადი ცხოვრება უარესდება. თანდათან ლოისი სუქდება და საავადმყოფოში ხვდება. | |||||||
73 | 23 | „Deep Throats“ | გრეგ კოლტონი | ალექს ბორშტეინი | 9 აპრილი, 2006 | 4ACX26 | 7.88[24] |
მეგს უყვარდები კუაჰოგის მერი ადამ უესტი. ბრაიანს ამ ყველაფრის არ სჯერა, გარდა აისა, იგი უესტს კორუპციაში სდებს ბრალს, ამიტომ, ცდილობს ყველაფერი გამოააშკარავოს, თუმცა, არაფერი გამოსდის. მოგვიანებით იგი და სტიუი აღიარებენ, რომ მათი პოზიცია მერის მიმართ არასწორი იყო. ამავე დროს, პიტერი და ლოისი ახალგაზრდობას იხსენებენ – ეწევიან მარიხუანას და მღერიან ფოლკ-სიმღერებს. | |||||||
74 | 24 | „Peterotica“ | კურტ დამასი | პატრიკ მეიგანი | 23 აპრილი, 2006 | 4ACX27 | 7.82[25] |
პიტერმა გადაწყვიტა ეროტიკული წიგნების დაწერა და კარტერ პიუტერშმიდტის ფინანსური დახმარებით გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა, ერთ-ერთმა მკითხველმა სასამართლოში უჩივლა კარტერს, საქმე მოიგო და მოწინააღმდეგე გააკოტრა. კარტერისგან მიდის მისი ცოლი, ხოლო თვითონ იგი გრიფინების სახლში გადადის, სადაც პიტერი მისთვის საშუალო კლასის ცხოვრების სტილის სწავლებას ცდილობს, მაგრამ, წარუმატებლად. მალევე კარტერის ცოლი ბრუნდება, ოღონდ, უკვე გამდიდრებული, რის შემდეგაც ყოფილი ცოლ-ქმარი კვლავ ქორწინდება. ამავე დროს, სტიუ ემზადება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის. | |||||||
75 | 25 | „You May Now Kiss the... Uh... Guy Who Receives“ | დომინიკო პოლჩინო | დეივიდ გუდმანი | 30 აპრილი, 2006 | 4ACX28 | 7.82[26] |
ბრაიანის ბიძაშვილი და მისი ფილიპინელი მეგობარი დასაქორწინებლად კუაჰოგში ჩაფრინდნენ, თუმცა, მერმა გადაწყვიტა აეკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება. ბრაიანმა სცადა კანონის მიღებისთვის ხელი შეეშალა, თუმცა, არაფერი გამოუვიდა. ამის გამო ბრაიანმა ტყვედ აიყვანა თვითონ მერი. | |||||||
76 | 26 | „Petergeist“ | სარა ფროსტი | ალეკ სულკინი & უელესლი უაილდი | 7 მაისი, 2006 | 4ACX29 | 7.85[27] |
პიტერმა თავის უკანა ეზოში ამოთხარა ძველი ინდიური თავის ქალა და იგი სათამაშოდ გამოიყენა. გაბრაზებულმა სულებმა სტიუი გაიტაცეს და გრიფინების სახლი გაანადგურეს. ლოისმა სტიუის გადარჩენა მოახერხა, თუმცა, სახლი კვლავ განადგურებული იყო. დაკარგული თავის ქალის საპოვნელად ოჯახი ქალაქის სანაგვეზე წავიდა, მოგვიანებით კი ქეროთ ტოპის სახლში. | |||||||
77 | 27 | „The Griffin Family History“ | ზაკ მონკრიფი | ჯონ ვეინერი | 14 მაისი, 2006 | 4ACX30 | 7.87[28] |
მთელი ოჯახი ქურდებისგან იმალება სხვენზე. უსაქმურობისგან პიტერი ოჯახს თავის წინაპრებზე უყვება. მათ შორის არიან ბორბლის გამომგონებელი, მოსე, აშშ-ის სამოქალაქო ომამდე მცხოვრები ზანგი, 1920-იანი წლების მუნჯი კინოს ვარვსკვლავი და ადოლფ ჰიტლერის ძმა პიტერ ჰიტლერი. | |||||||
78 | 28 | „Stewie B. Goode (ნაწილი 1)“ | პიტ მიშელსი | გერი ჟანეტი & კრის შერიდანი | 21 მაისი, 2006 | 4ACX05 | 7.88[29] |
სტიუი აუზზე დადის, სადაც მას მტერი უჩნდება. მისი ლიკვიდაციისთვის იგი დინამიტს იყენებს, თუმცა, დინამიტი ცუდ დროს მოქმედებს, რის შედეგადაც კინაღამ სტიუც იღუპება. იგი ფიქრობს, რომ ეს „ნიშანია“ და წყვეტს კარგად მოქცევა დაიწყოს. ამავე დროს, პიტერი ხდება ცნობილი ტელეწამყვანი | |||||||
79 | 29 | „Bango Was His Name, Oh! (ნაწილი 2)“ | პიტ მიშელსი | ალექს ბორშტეინი | 21 მაისი, 2006 | 4ACX06 | 7.88[29] |
სტიუი ტელევიზორში ხედავს ზრდასრულ ადამიანს, რომელიც მის კლონს წააგავს. მას სჯერა, რომ იგი მისი ნამდვილი მამაა, ამიტომ, ის და ბრაიანი ქუაგმარიის მანქანით სან-ფრანცისკოში მიემგზავრებიან. ამავე დროს, პიტერი და ლოისი ასწავლიან მეგს და კრისს პაემნებზე სიარულს, რათა თვითონ მარტონი დარჩნენ. | |||||||
80 | 30 | „Stu and Stewie's Excellent Adventure (ნაწილი 3)“ | პიტ მიშელსი | სტივ კალაჰანი | 21 მაისი, 2006 | 4ACX07 | 7.88[29] |
აღმოჩნდა, რომ უცნობი ზრდასრული ადამიანი არის მომავლიდან ჩამოფრენილი 35 წლის სტიუ. მისი მცირეწლოვანი „ვერსია“ დიდს მომავალში მიჰყვება და იმედგაცრუებული რჩება თავისი თავით, ისევე როგორც ოჯახის წევრებით. იგი აცნობიერებს, რომ ამის მიზეზი არის აუზის ინციდენტი და ყველაფრის გამოსასწორებლად ბრუნდება წარსულში. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინეტრნეტში
რედაქტირება- Season 4 დაარქივებული 2008-07-04 საიტზე Wayback Machine. TV.com-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Morrow, Terry (13 აგვისტო, 2004). „Resurrected 'Family Guy' is drawing a growing audience“. The San Diego Union-Tribune. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Erickson, Chris (2 მაისი, 2005). „Family Guy hits air waves again“. The Heights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-26. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Levin, Gary (24 მარტი, 2004). „'Family Guy' un-canceled, thanks to DVD sales success“. USA Today. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Aurthur, Kate (May 3, 2005). „A Sweeping Weekend“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Aurthur, Kate (May 10, 2005). „Arts, Briefly; Is 'Elvis' Really Dead?“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (May 17, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 21, 2008. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009.
- ↑ 7.0 7.1 Aurthur, Kate (June 7, 2005). „Oh, 'Dad,' Poor 'Dad'“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Aurthur, Kate (June 14, 2005). „CBS Outscores the N.B.A.“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Aurthur, Kate (June 28, 2005). „Sunday Ratings“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Aurthur, Kate (12 ივლისი, 2005). „Sharing the Ratings Spoils“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Aurthur, Kate (19 ივლისი, 2005). „'60 Minutes' Makes CBS's Night“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Aurthur, Kate (26 ივლისი, 2005). „For NBC, Crime Pays“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Aurthur, Kate (13 სექტემბერი, 2005). „Fox Wins With Premieres“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (September 27, 2005). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (4 ოქტომბერი, 2005). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2005-11-08). ციტირების თარიღი: 2010-04-13.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (November 15, 2005). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2009.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (November 22, 2005). ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2009.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (29 ნოემბერი, 2005). ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2009.
- ↑ „By The Numbers – Nielsen TV ratings“. The Dallas Morning News. 21 დეკემბერი, 2005. p. 3G. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (31 იანვარი, 2006). ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2009.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (March 14, 2006). ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2009.
- ↑ Weekly Program Ranknings. ABC Medianet (2006-03-28). ციტირების თარიღი: 2010-04-13.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-04-11). ციტირების თარიღი: 2010-04-13.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-04-25). ციტირების თარიღი: 2010-04-13.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-05-09). ციტირების თარიღი: 2010-04-13.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-05-02). ციტირების თარიღი: 2010-04-13.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-05-16). ციტირების თარიღი: 2010-04-13.
- ↑ 29.0 29.1 29.2 Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-05-23). ციტირების თარიღი: 2010-04-13.