გრიფინები (სეზონი 3)
ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მესამე სეზონი გადაიცემოდა ტელეარხ Fox-ის ეთერში 1999 წლის 11 ივლისიდან 9 ნოემბრამდე და ის შედგება 22 ეპიზოდისგან. სერიალის მესამე სეზონში გრძელდება გრიფინების ოჯახის თავგადასავალი: პიტერი, (მამა), ლოისი (დედა), მეგი (ქალიშვილი), კრისი (ვაჟიშვილი), სტიუ (ვაჟიშვილი) და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი. ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში. პერსონაჟებს ახმოვანებენ მსახიობები: სეთ მაკფარლეინი, ალექს ბორშტეინი, სეთ გრინი, ლეისი ჩემბერტი და მილა კუნისი.
გრიფინები (სეზონი 3) | |
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 22 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 11 ივლისი, 2001 – 9 ნოემბერი, 2003 |
სეზონის აღმასრულებელ პროდიუსერებად გვევლინებიან დენ პალადინო და სეთ მაკფარლეინი. ასევე სეზონი მოიცავს 9 ეპიზოდს (შექმნილი მაკფარლეინისა და დეივიდ ცუკერმანისს მიერ), რომელიც დაფუძნებული არის მეორე სეზონზე.
მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელს პროექტი დაიხურა დაბალი რეიტინგის გამო, ის კვლავ დაუბრუნდა ეთერს 2001 წელს მესამე სეზონით.[1] 2002 წელს ხელმეორედ შეწყდა სერიალის ჩვენება, კვლავ დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე,[2][3][4][5] თუმცა Adult Swim-ზე მაღალი რეიტინგისა და DVD დისკების კარგმა გაყიდვებმა ტელეკომპანია ფოქსს გაუღვივა სერიალისადმი ინტერესი.[6][7][8] სერიალი ეთერს დაუბრუნდა 2005 წელს ახალი სეზონითა და 35 ეპიზოდით.
სეზონს დადებითი შეფასებები ჰხვდა წილად კრიტიკოსებისგან. ეპიზოდს „Brian Wallows and Peter's Swallows“ მიენიჭა ემის ჯილდო საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში. 2003 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა DVD გამოცემა, სადაც შესული არის ოცდაორივე ეპიზოდი.
ეპიზოდები
რედაქტირება№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი |
---|---|---|---|---|---|---|
29 | 1 | „The Thin White Line“ | გლენ ჰილი | სტივ კალაჰანი | 11 ივლისი, 2001 | 2ACX17 |
ბრაიანი მეძებარე ძაღლი ხდება და პოლიციაში იწყებს მუშაობას. სამუშაოს ფარგლებში მას ხშირად აქვს შეხება ნარკოტიკებთან, რის გამოც თვითონაც ნარკომანი ხდება. ბრაიანი ჯერ კლინიკაში მიდის, თუმცა, იქ მას ვერ დაეხმარნენ. საბოლოოდ მან გადაწყვიტა დაეტოვებინა გრიფინები და საკუთარი თავის მოსაძებნად გაემგზავრა. | ||||||
30 | 2 | „Brian Does Hollywood“ | გევინ დელი | გერი ჟანეტი | 18 ივლისი, 2001 | 2ACX20 |
ბრაიანი თავის ბიძაშვილ-ჰომოსექსუალთან ერთად ლოს-ანჯელესში გაემგზავრა და ფილმების რეჟისორი გახდა. გრიფინებმა გადაწყვიტეს ბრაიანი მოენახულათ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგი პორნოფილმების რეჟისორი იყო. ბრაიანს არ სურდა, რომ გრიფინებს ამის შესახებ გაეგოთ, რის გამოც ყველანაირად ცდილობდა ეს ფაქტი დაემალა. | ||||||
31 | 3 | „Mr. Griffin Goes to Washington“ | ბრაიან ჰოგანი | რიკი ბლიტი | 25 ივლისი, 2001 | 2ACX11 |
სათამაშოების ქარხანას, სადაც პიტერი მუშაობს, თამბაქოს კომპანია ყიდულობს და პიტერს ცრუ პრეზიდენტატ ნიშნავს, რის შემდეგაც მას ლობისტის რანგში ვაშინგტონში უშვებენ. კომპანიის მიზანია სათამაშოების შექმნა, რომელიც ბავშვებს მოწევის მიდრეკილებას გაუღვიძებს. | ||||||
32 | 4 | „One If by Clam, Two If by Sea“ | დენ პოვენმაირი | ჯიმ ბერშტეინი & მაიკლ შიპლი | 1 აგვისტო, 2001 | 2ACX19 |
ურაგანის შემდეგ კუაჰოგში ყველაფერი დაინგრა, გადარჩა მხოლოდ ბარი „ნასვამი ხამანწკა“, რომელიც გრიფინების ახალი მეზობლის, ნაიჯელ პინჩლის წყალობით ინგლისური პაბი გახდა. ამავე დროს სტიუ ცდილობს ნაიჯელის შვილს, ელიზას „ნამდვილი ამერიკული ინგლისური ენა“ ასწავლოს. | ||||||
33 | 5 | „And the Wiener Is...“ | ბერტ რინგი | მაიკ ბარკერი & მეტ ვეიცმანი | 15 აგვისტო, 2001 | 2ACX22 |
პიტერი შოკირებულია იმ ფაქტით, რომ მის შვილს, კრისს, მამაზე დიდი სასქესო ორგანო აქვს. არასრულფასოვნების კომპლექსის მოშორების მიზნით პიტერი ფალოსის ფორმის ავტომობილს ყიდულობს და მონადირეთა კლუბში შედის. ამავე დროს მეგი ცდილობს ჩერლიდერი გახდეს, თუმცა, თანაკლასელები მას ამცირებენ, რის გამოც მისი დედა, ლოისი, შურისძიების გეგმას ამზადებს. | ||||||
34 | 6 | „Death Lives“ | რობ რენცეტი | მაიკ ჰენრი | 15 აგვისტო, 2001 | 2ACX21 |
პიტერს და ლოისს ქორწილის წლისთავი აქვთ. პიტერს ამის შესახებ დაავიწყდა და მეგობრებთან ერთად გოლფის სათამაშოდ წავიდა, თუმცა, თამაშის დროს პიტერს ელვა ეცემა, რის შემდეგაც იგი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ვარდება. სიკვდილი პიტერთან მივიდა და მასთან ერთად წარსულში გაემგზავრა, რათა ეჩვენებინა, რომ მისი და ლოისის ქორწინება საფრთხის ქვეშ არის. | ||||||
35 | 7 | „Lethal Weapons“ | ბრაიან ჰოგანი | კრის შერიდანი | 22 აგვისტო, 2001 | 2ACX18 |
ლოისი პროფესიონალურად დაეუფლა ტაიძიუცუს, რისი გამოყენებაც პიტერმა გადაწყვიტა. მას სურდა, რომ ლოისს კუაჰოგიდან „ფოთლების შემგროვებლები“ გაეყარა. მალევე პიტერმა თავი ბედუკუღმართად იგრძნო, რადგანაც ლოისი თავის თავში დარწმუნებული გახდა. | ||||||
36 | 8 | „The Kiss Seen Around the World“ | პიტ მიშელსი | მარკ ჰენტენმანი | 29 აგვისტო, 2001 | 3ACX02 |
ტომ ტაკერზე შეყვარებული მეგი მე-5 არხზე იწყებს მუშაობას, მასთან ერთად სამუშაოს იწყებს ნაილ გოლდმანი. როდესაც მეგს ნაილის კოცნა მოუწია, უკანასკნელმა კოცნის ფოტოგრაფიები ტელევიზიით აჩვენა, რის გამოც მეგიმ შურისძიება გადაწყვიტა, მოგვიანებით კი ტომ ტაკერის საშინელი ნატურა დაინახა. ამავე დროს სტიუს მისი სამბორბლიანი ველოსიპედი ჩხუბისთავმა ჩარლიმ წაართვა. | ||||||
37 | 9 | „Mr. Saturday Knight“ | მაიკლ დანტე დიმარტინო | სტივ კალაჰანი | 5 სექტემბერი, 2001 | 3ACX04 |
პიტერმა გააცნობიერა, რომ იგი უკვე საკმაოდ დიდხანს იყო უმნიშვნელო თანამდებობაზე. ლოისმა მას მისტერ ვიდის, პიტერის უფროსის სახლში დაპატიჟება და საკითხის საოჯახო მდგომარეობაში განხილვა შესთავაზა. თავიანთ სახლში გრიფინები მას შემთხვევით კლავენ. მისი სიკვდილის შემდეგ პიტერის სამუშაო ქარხანა დაანგრიეს, რის შემდეგაც მან სცადა შუა საუკუნეების ბაზრობაზე დაეწყო მუშაობა, რაც თითქმის გამოუვიდა. | ||||||
38 | 10 | „A Fish Out of Water“ | ბერტ რინგი | ალექს ბორშეიტინი & მაიკ ჰენრი | 19 სექტემბერი, 2001 | 3ACX05 |
უმუშევარი პიტერი მალევე გასუქდა, რის გამოც გადაწყვიტა პროფესიონალურად დაეწყო თევზაობა და 50 000 ამერიკული დოლარის ღირებულების ნავი იყიდა, ხოლო აღნიშნული ფულის გადასახდელად ბანკში თავისი სახლი ჩადო. ბანკი, თავის მხრივ, დარწმუნებული იყო, რომ პიტერი ფინანსურად გაკოტრებული იყო, რის გამოც მისი სახლი სხვა ოჯახს ჯერ კიდევ შეთანხმების დასრულებამდე მიჰყიდა. ამავე დროს, პიტერმა თავის მეგობრებთან ერთად თევზი-მკვლელი იპოვა და ჯილდო მიიღო. | ||||||
39 | 11 | „Emission Impossible“ | პიტერ შინი | დეივ კოლარდი & კენ გოინი | 8 ნოემბერი, 2001 | 3ACX01 |
პიტერმა და ლოისმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა, თუმცა, ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო სტიუი, რომელიც დაპატარავდა და პიტერის სხეულში ყველა სპერმატოზოიდი გაანადგურა, გარდა ერთისა, რომელთანაც ის დამეგობრდა. ოპერაციის შემდეგ მას სურდა, რომ პიტერს და ლოისს შვილი გაეჩინათ, თუმცა, ცოლ-ქმარმა იმ დროისთვის გადაწყვეტილება შეცვალა. | ||||||
40 | 12 | „To Love and Die in Dixie“ | დენ პოვენმაირი | სტივ კალაჰანი | 10 ნოემბერი, 2001 | 3ACX09 |
გრიფინებს მოუწიათ სამხრეთის შტატებში გადასვლა, რადგანაც კრისზე მკვლელი ნადირობდა. ახალ ადგილზე პიტერმა შერიფის თანამდებობა, მეგმა პოპულარობა, კრისმა კი ახალი მეგობარი შეიძინა. | ||||||
41 | 13 | „Screwed the Pooch“ | პიტ მიშელსი | დეივ კოლარდი & კენ გოინი | 29 ნოემბერი, 2001 | 3ACX08 |
გრიფინები ესტუმრნენ ლოისის მშობლებს, პიუტერშმიდტებს. ამავე დროს, ბრაიანმა დაამყარა სექსუალური ურთიერთობა პიუტერშმიტდების ძაღლ სიბრიზთან. როდესაც აღმოჩნდა, რომ სიბრიზი ფეხმძიმედ იყო, ბრაიანი სასამართლოს წინაშე წარდგა და ძლივს გადაურჩა კასტრაციას. | ||||||
42 | 14 | „Peter Griffin: Husband, Father... Brother?“ | სკოტ ვუდი | მაიკ ბრაკერი & მეტ ვეიცმანი | 6 დეკემბერი, 2001 | 3ACX06 |
პიტერი კრისს მის ირლანდიურ მემკივდრეობაზე უყვება და არკვევს, რომ მას შავკანიანი წინაპარი ჰყავდა, რომელიც ლოისის ოჯახის მონა იყო. ამავე დროსს, სტიუ ცდილობს სხვისი გონების კონტროლი ისწავლოს. | ||||||
43 | 15 | „Ready, Willing, and Disabled“ | ანდი კლეინი | ალექს ბერნოუ & მეტ ვეიცმანი | 20 დეკემბერი, 2001 | 3ACX07 |
ჯო სუონსონი თავს ცუდად გრძნობს, რადგანაც ვერ შეძლო ქურდის დაჭერა. პიტერი ცდილობს ჯო გაამხნევოს და ინვალიდთა ათჭიდის შეჯიბრის მონაწილეებში მის სახელს და გვარს წერს. ჯო არ არის დარწმუნებული თავის გამარჯვებაში, რის გამოც პიტერი მას დოპინგს აძლევს. ამავე დროს კრისი, მეგი და სტიუ 26 დოლარისათვის ერთმანეთს ებრძვიან. | ||||||
44 | 16 | „A Very Special Family Guy Freakin' Christmas“ | ბრაიან ჰოგანი | დენი სმითი | 20 სექტემბერი, 2001 | 2ACX03 |
კუაჰოგში შობის დღესასწაულია. გრიფინების სახლი ხანძარს შეეწირა, ხოლო ლოისი შეიშალა და გაიქცა. ამავე დროს, სანტასგან პლუტონიუმის მისაღებად სტიუ კუაჰოგის საშობაო კარნავალურ საზეიმო სვლაზე იესოს როლს თამაშობს. | ||||||
45 | 17 | „Brian Wallows and Peter's Swallows“ | დენ პოვენმაირი | ელისონ ადლერი | 17 იანვარი, 2002 | 3ACX03 |
ბრაიანს მანქანის ნასვამ მდგომარეობაში ტარებისთვის საზოგადოებრივი სამუშაოები მიუსაჯეს: მან უნდა მოუაროს მოხუც მომღერალ პერლს, რომელიც უკვე აღარავის ახსოვს. ამის გაგების შემდეგ ბრაიანი ცდილობს პერლის სიცოცხლე უფრო ბედნიერი გახადოს. ამავე დროს, პიტერს წვერში შეეძინა იშვიათი ჯიშის მერცხლების ოჯახი. | ||||||
46 | 18 | „From Method to Madness“ | ბერტ რინგი | მაიკ ბარკერი & მეტ ვეიცმანი | 24 იანვარი, 2002 | 3ACX11 |
ბრაიანი ცდილობს თეატრის მსახიობი გახდეს, თუმცა, მის მაგივრად ამ სამუშაოზე სტიუს იღებენ, რომელიც ოლივიასთან ერთად გამოსვლისას ძალიან პოპულარული ხდება, თუმცა, როდესაც უკანასკნელი ჰოლივუდში მიემგზავრება, სტიუ რეიტინგს კარგავს და შეშლილთა სახლამდე „ეცემა“. | ||||||
47 | 19 | „Stuck Together, Torn Apart“ | მაიკლ დანტე დიმარტინო | მარკ ჰენტემანი | 31 იანვარი, 2002 | 3ACX10 |
მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგმა ლოისს და პიტერს ცალკ-ცალკე ცხოვრება ურჩია, უკანასკნელმა ურთიერთობა დაამყარა ჯენიფერ ლავ ჰიუიტთან. ამავე დროს, ძლიერი წებოს გაუფრთხილებლად მოხმარების გამო სტიუ და ბრაიანი ერთმანეთს მიეწებნენ. | ||||||
48 | 20 | „Road to Europe“ | დენ პოვენმაირი | დანიელ პალადინო | 7 თებერვალი, 2002 | 3ACX13 |
სტიუ აღტაცებულია ინგლისური ტელეპროგრამა „სახალისო ფერმით“ და ფერმაზე გადაბარგების გადაწყვეტილებას იღებს. იგი საიდუმლოდ იპარება თვითმფრინავზე, მას კი მიჰყვება ბრაიანი და შეჩერებას ცდილობს. მოგზაურობის დროს სტიუ და ბრაიანი მოხვდნენ ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, საბოლოოდ კი სტიუ დარწმუნდა, რომ „ფერმა“ ჩვეულებრივი ტელეპროგრამა იყო. ამავე დროს, პიტერი და ლოისი იყვნენ ჯგუფ „Kiss“-ის კონცერტზე, სადაც ლოისის წარსული გახდა ცნობილი. | ||||||
49 | 21 | „Family Guy Viewer Mail#1“ | პიტ მიშელსი სკოტ ვუდი მაიკლ დანტე დიმარტინო | გინ ლაუფენბერგი სეთ მაკფარლეინი მაიკლ შიპლი & ჯიმ ბერშტეინი | 14 თებერვალი, 2002 | 3ACX12 |
სტიუმ და ბრაიანმა წარმოიდგენეს თავიანთი შოუ სამი მოკლე ისტორიით. პირველ ისტორიაში პიტერმა იპოვა ჯინი, რომელიც მის სამ სურვილს შეასრულებს. მეორე ისტორიაში გრიფინების ოჯახის ყველა წევრმა ზებუნებრივი შესაძლებლობები მიიღო. მესამე ისტორიაში კი პიტერი და მისი მეგობრები ბავშვობაში ცდილობენ ასეთივე პატარა ლოისის გულის მოგებას. | ||||||
50 | 22 | „When You Wish Upon a Weinstein“ | დენ პოვენმაირი | რიკი ბლიტი | 9 ნოემბერი, 2003Adult Swim) 10 დეკემბერი, 2004 (FOX) | (2ACX05 |
პიტერმა გადაწყვიტა, რომ კრისი ებრაელი უნდა გახდეს, რის გამოც პიტერს იგი წეს-ჩვეულებაზე მიჰყავს. ცერემონიას ბოლო წუთზე ლოისი აჩერებს. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Steve Callaghan (2005). Family Guy: The Official Episode Guide, Seasons 1–3. HarperCollins. isbn - 0-06-083305-X
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Season 3 დაარქივებული 2008-09-12 საიტზე Wayback Machine. at TV.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wheat, Alynda (12 სექტემბერი, 2008). „Fall TV Preview: 'Family Guy'“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-26. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Morrow, Terry (August 13, 2004). „Resurrected 'Family Guy' is drawing a growing audience“. The San Diego Union-Tribune. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Erickson, Chris (2 მაისი, 2005). „Family Guy hits air waves again“. The Heights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-26. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Family Guy has finally been officially cancelled by Fox. TKtv (16 მაისი, 2002). ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2009.
- ↑ McKinley, Jesse (2 მაისი, 2005). „Canceled and Resurrected, on the Air and Onstage“. The New York Times. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Levin, Gary (24 მარტი, 2004). „'Family Guy' un-canceled, thanks to DVD sales success“. USA Today. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Poniewozik, James; McDowell, Jeanne (19 აპრილი, 2004). „It's Not TV. It's TV on DVD“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Kipnis, Jill (7 თებერვალი, 2004). „Successful "Guy"“. Billboard. p. 44. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)