გრიფინები (სეზონი 5)
ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მეხუთე სეზონი გადაიცემოდა ტელეარხ Fox-ის ეთერში 2006 წლის 10 სექტემბრიდან 2007 წლის 20 მაისამდე. შედგება 18 ეპიზოდისგან: პირველი ეპიზოდი იყო Stewie Loves Lois, ბოლო კი – Meet the Quagmires. სეზონში გრძელდება გრიფინების ოჯახის თავგადასავალი: პიტერი, (მამა), ლოისი (დედა), მეგი (ქალიშვილი), კრისი (ვაჟიშვილი), სტიუ (ვაჟიშვილი) და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიანი. ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობს გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში. 18 ეპიზოდისაგან შემდგარი სეზონის 2006 წლის 10 სექტემბრიდან 2007 წლის 20 მაისამდე გადიოდა. გრიფინების ჩვენება შეწყდა 2002 წელს დაბალი რეიტინგის გამო,[1][2] თუმცა Catron Network-ის სატელევიზიო გადაცემა Adult Swim-ზე ხელმეორედ გასვლის შემდეგ სერიალი იქცა მაუწყებლობის ყველაზე პოპულარულ პროგრამად (საშუალოდ ყოველ ეპიზოდს ჰყავდა 1.9 მილიონი მაყურებელი)[3] და გაიყიდა DVD დისკების 3 მილიონი ეგზემპლარი, რამაც ფოქსს კვალვ გაუჩინა ინტერესი სერიალისადმი.
გრიფინები (სეზონი 5) | |
---|---|
ეპიზოდი | 18 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 10 სექტემბერი, 2006 – 20 მაისი, 2007 |
ეპიზოდები
რედაქტირება№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
81 | 1 | „Stewie Loves Lois“ | მაიკ კიმი | მარკ ჰენტენმანი | 10 სექტემბერი, 2006 | 4ACX32 | 9.933[4] |
მას შემდეგ, რაც ლოისმა სტიუის დათვი, რუპერტი ძაღლისგან გადაარჩინა, სტიუიმ გააცნობიერა, რომ დედამისის მოკვლის სურვილი არასწორი იყო. ამის შემდეგ მას ისე შეუყვარდა ლოისი, რომ უკანასკნელი თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა და შვილის იგნორი დაიწყო. იგნორი მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც სტიუი კიბიდან გადმოვარდა და ხელი მოიტეხა. ამავე დროს პიტერი პროსტატას შესამოწმებლად წავიდა, ხოლო პროცედურის შემდეგ თავი გაუპატიურებულად ჩათვალა და ექიმს სასამართლოში უჩივლა. | |||||||
82 | 2 | „Mother Tucker“ | ჯეიმზ პარდამი | ტომ დევანი | 17 სექტემბერი, 2006 | 4ACX31 | 9.23[5] |
პიტერის დედამ დაიწყო ურთიერთობა ტომ ტაკერთან, რომელიც პიტერისთვის ახალი მამა გახდა. ამავე დროს სტიუიმ და ბრაიანმა დაიწყეს მუშაობა რადიოზე, სადაც დიდი წარმატება განიცადეს. | |||||||
83 | 3 | „Hell Comes to Quahog“ | დენ პოვენმაირი | კირკ ბატლერი | 24 სექტემბერი, 2006 | 4ACX33 | 9.66[6] |
მას შემდეგ, რაც პიტერმა მეგის ფული მანქანის მაგივრად ტანკში დახარჯა, უკანასკნელმა მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. კუაჰოგის მაცხოვრებლები კი უკმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ მაღაზია ქალაქის მთელ ელექტროენერგიას ხარჯავდა, რის გამოც დიდი კორპორაციების წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტეს. | |||||||
84 | 4 | „Saving Private Brian“ | სინდი ტენგი | ჩერი ჩევაპრავატდუმრონგი | 5 ნოემბერი, 2006 | 4ACX34 | 8.45[7] |
მას შემდეგ, რაც სტიუიმ და ბრაიანმა თავიანთი უკმაყოფილება გამოაცხადეს შეერთებული შტატების ჯარის პროპაგანდით, ისინი ჯარში გაიწვიეს. ხანმოკლე სწავლების შემდეგ ისინი ერაყში გაუშვეს. ამავე დროს, კრისი როკ-ჯგუფის წევრი გახდა. | |||||||
85 | 5 | „Whistle While Your Wife Works“ | გრეგ კოლტონი | სტივ კალაჰანი | 12 ნოემბერი, 2006 | 4ACX35 | 9.04[8] |
პიტერი ხელის ტრავმას იღებს და ლოისს სამსახურში მის ნაცვლად წასვლაზე იყოლიებს. ამავე დროს ბრაიანს ახალი შეყვარებული, ჯილიანი გაუჩნდა. | |||||||
86 | 6 | „Prick Up Your Ears“ | ჯეიმზ პარდამი | ჩერი ჩევაპრავატდუმრონგი | 19 ნოემბერი, 2006 | 5ACX01 | 9.3[8] |
ლოისმა სკოლაში სექსუალური აღზრდის სწავლება დაიწყო, თუმცა, მისმა ზედმეტად გულგახსნილმა სწავლებამ განაპირობა ის, რომ იგი რელიგიური ორგანიზაციის წევრმა შეცვალა. ამავე დროს მეგი და მისი ახალი შეყვარებული, მიუხედავად ორმხრივი ლტოლვისა, თავშეკავებას იცავენ, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ნახულობენ სიამოვნების მიღების სხვა მეთოდს. გრიფინების უმცროსი შვილი, სტიუი, „კბილის ფერიის“ განადგურებით იყო დაკავებული. | |||||||
87 | 7 | „Chick Cancer“ | პიტ მიშელსი | ალეკ სულკინი & უელესლი უაილდი | 26 ნოემბერი, 2006 | 5ACX02 | 9.49[9] |
სტიუი ამყარებს ახლო ურთიერთობას თავის მეგობარ ოლივიასთან, თუმცა, მათი ურთიერთობა მალევე გადაიზარდა ტრადიციულ ქორწინებაში, კამათით და სხვა პრობლემებით. მათი ურთიერთობა ბრაინთან და ჯილიანთან ორმაგი პაემანის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. ამავე დროს პიტერი ცდილობს საკუთარი კინო შექმნას. | |||||||
88 | 8 | „Barely Legal“ | ზაკ მონკრიფი | კირკერ ბატლერი | 17 დეკემბერი, 2006 | 5ACX03 | 8.48[10] |
ბრაიანი მეგს სასკოლო წვეულებაზე წაყვა, რადგანაც სხვა მსურველი უბრალოდ არ იყო. წვეულებაზე იგი დათვრა და მეგს აკოცა, რის შემდეგაც უკანასკნელმა დაიწყო ფიქრი, რომ ბრაიანი მისი შეყვარებულია და გრძნობებით შეპყრობილი გახდა. ამავე დროს, პიტერი, კლივლენდი და ქუაგმაირი პოლიციელები გახდნენ. | |||||||
89 | 9 | „Road to Rupert“ | დენ პოვენმაირი | პატრიკ მეიგანი | 28 იანვარი, 2007 | 5ACX04 | 8.8[11] |
ბრაიანი შემთხვევით ყიდის სტიუის სათამაშო დათვს. განაწყენებული სტიუის დასაწყნარებლად ის და ბრაიანი დათვის დასაბრუნებლად კოლორადოში გაემგზავრნენ. ამავე დროს, პიტერს მართვის მოწმობას ართმევენ, მეგი კი მისი პირადი მძღოლი გახდა. | |||||||
90 | 10 | „Peter's Two Dads“ | სინდი ტენგი | დენი სმითი | 11 თებერვალი, 2007 | 5ACX05 | 7.97[12] |
როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფრენსის გრიფინი პიტერის ნამდვილი მამა არ იყო, ის ბრაიანთან ერთად ირლანდიაში ნამდვილი მამის მოსაძებნად მიდის. ამავე დროს სტიუიმ აღმოაჩინა, რომ ფიზიკური ტანჯვა მას სიამოვნებას ანიჭებს. | |||||||
91 | 11 | „The Tan Aquatic with Steve Zissou“ | იულიუს ვუ | მარკ ჰენტენმანი | 18 თებერვალი, 2007 | 5ACX06 | 8.53[13] |
პიტერმა სცემა ჩხუბისთავი, რომელიც კრისს დასცინოდა და მალევე თვითონ გახდა ჩხუბისთავი. ამავე დროს სტიუი მზეზე დაიწვა, რის შედეგადაც მისი კანი მოშავო ფერის გახდა. სტიუი ნამზეურობაზე შეშლილი გახდა, თუმცა, ყველაფერი შეწყდა, როდესაც მას ხალი ამოუვიდა. სტიუმ ის კიბოთ აღიქვა. | |||||||
92 | 12 | „Airport '07“ | ჯონ ლომკვისტი | ტომ დევანი | 4 მარტი, 2007 | 5ACX08 | 8.59[14] |
პიტერის გამო ქუაგმაირი პილოტის სამუშაოს კარგავს და წარუმატებელი ძებნის შემდეგ წყვეტს კვლავ პილოტი გახდეს, ოღონდ, ამჯერად, მეგობრების დახმარებით. როდესაც ისინი საფრთხეში აღმოჩნდნენ, ქუაგმაირის დასახმარებლად ჰიუ ჰაფნერი მივიდა. | |||||||
93 | 13 | „Bill & Peter's Bogus Journey“ | დომინიკ პოლჩინო | სტივ კალაჰანი | 11 მარტი, 2007 | 5ACX07 | 8.05[15] |
პიტერი მეგობრობას იწყებს ბილ კლინტონთან, თუმცა, ლოისი ფიქრობს, რომ ბილი მის ქმარს ცუდ მაგალითს აძლევს. ამავე დროს სტიუი და ბრაიანი „ქოთანზე სიარულს“ სწავლობენ. | |||||||
94 | 14 | „No Meals on Wheels“ | გრეგ კოლტონი | მაიკ ჰენრი | 11 მარტი, 2007 | 5ACX07 | 8.05[16] |
გრიფინები თავიანთ რესტორანს ხსნიან, თუმცა, მათ კლიენტები არ ჰყავთ. პიტერის დასახმარებლად ჯოს რესტორანში თავისი ხეიბარი მეგობრები მიჰყავს, პიტერი კი მათ გაგდებას ცდილობს. | |||||||
95 | 15 | „Boys Do Cry“ | ბრაიან აილსი | ჩერი ჩევაპრავატდუმრონგი | 29 აპრილი, 2007 | 5ACX10 | 8.13[17] |
ლოისი ორგანისტი ხდება, ოჯახი კი ეკლესიაში სიარულს იწყებს. ღვთისმსახურების დროს სტიუი ზედმეტად ბევრ კაპორს სვამს, რის გამოც აღებინებს. ეკლესიაში სტიუი ეშმაკის ნაშიერად მიიჩნიეს. სიტუაციის დაწყნარებამდე გრიფინები ტეხასში გადავიდნენ. | |||||||
96 | 16 | „No Chris Left Behind“ | პიტ მიშელსი | მატრიკ მეიგანი | 6 მაისი, 2007 | 5ACX11 | 7.95[18] |
სკოლაში ყველაზე სულელ მოსწავლედ მიჩნეული კრისი გარიცხეს. ლოისის მამა მის დახმარებას ცდილობს და მორნინგვუდის აკადემიაში აწყობს, სადაც მას თანაკლასელებთან პრობლემები უჩნდება. ამავე დროს პიტერი კვლავ ებრძვის გიგანტურ წიწილა ერნის. | |||||||
97 | 17 | „It Takes a Village Idiot, and I Married One“ | ზაკ მონკრიფი | ალექს ბორშტეინი | 13 მაისი, 2007 | 5ACX12 | 7.21[19] |
ლოისი კუაჰოგის მერის არჩევნებში იღებს მონაწილეობას და იგებს, თუმცა, თანამდებობის დაკავების შემდეგ, აცნობიერებს, რომ მერობა მისი საქმე არ არის, რადგანაც თვლის, რომ პოლიტიკა საკმაოდ „ჭუჭყიანი“ საქმეა. | |||||||
98 | 18 | „Meet the Quagmires“ | დენ პოვენმაირი & კრის რობერტსონი | მარკ ჰენტემანი | 20 მაისი, 2007 | 5ACX13 | 9.15[20] |
სიკვდილი პიტერს ერთი დღით წარსულში აბრუნებს, რათა უკანასკნელმა უცოლოს ცხოვრებით იცხოვროს. პიტერი ლოისს ხვდება, თუმცა, უარს ამბობს მასთან პაემანზე წასვლაზე. აწმყოში დაბრუნების შემდეგ იგი აცნობიერებს, რომ ყველაფერი შეიცვალა — ლოისი ქუაგმარიის მეუღლეა, თვითონ კი სხვა ქალზეა დაქორწინებული. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Morrow, Terry (13 აგვისტო, 2004). „Resurrected 'Family Guy' is drawing a growing audience“. The San Diego Union-Tribune. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Erickson, Chris (2 მაისი, 2005). „Family Guy hits air waves again“. The Heights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-26. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Levin, Gary (24 მარტი, 2004). „'Family Guy' un-canceled, thanks to DVD sales success“. USA Today. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-09-12). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-09-19). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-09-26). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-28. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ 8.0 8.1 Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-11-14). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2006-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-06. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-01-03). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-01-30). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-02-13). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-02-21). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-03-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2010. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-03-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2010. ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet. The Walt Disney Company (2007-03-27). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet. ციტირების თარიღი: October 5, 2012.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-05-08). ციტირების თარიღი: 2010-05-01.
- ↑ Calabria, Rosario T.. (2007-05-14) Broadcasting TV ratings for Sunday May 13, 2007. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 2010-03-29.
- ↑ Weekly Program Rankings. ABC Medianet (2007-05-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-28. ციტირების თარიღი: 2010-05-01.