გრიფინები (სეზონი 6)

ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მეექვსე სეზონის პირველი ეპიზოდი ეთერში გავიდა 2007 წლის 23 სექტემბერს, ბოლო კი 2008 წლის 4 მაისს. სეზონის ფარგლებში გამოვიდა მხოლოდ 12 ეპიზოდი. ამის მიზეზი იყო სერიალის შემქმნელის, სეთ მაკფარლეინის მონაწილეობა ამერიკის მწერალთა გილდიის მიერ მოწყობილ 2007-2008 წლების გაფიცვაში. ბოლო ეპიზოდი, რომელზეც მაკფარლეინიც მუშაობდა, იყო Lois Kills Stewie. 2008 წლის თებერვალში გაფიცვა დასრულდა და მაკფარლეინი მუშაობას დაუბრუნდა, თუმცა, FOX-ს მის გარეშე უკვე ჰქონდა გამოშვებული 3 ეპიზოდი.

გრიფინები (სეზონი 6)
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 12
ეთერი
ორიგინალური არხი FOX
ეთერში 23 სექტემბერი, 2007 – 4 მაისი, 2008
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 5
შემდეგი →
სეზონი 7
გრიფინების ეპიზოდების სია

VI სეზონის DVD-დისკი, რომელიც 2008 წლის 21 ოქტომბერს გამოვიდა, შეიცავს II-VIII ეპიზოდებს. IX-XII ეპიზოდები გამოვიდა VII სეზონის DVD-დისკზე 2009 წლის 16 ივნისს.

ეპიზოდები რედაქტირება

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
991„Blue Harvest“დომინიკ პოლჩინოალეკ სულკინი23 სექტემბერი, 2007 (2007-09-23)5ACX1610.86[1]
პიტერი ფილმი ვარსკვლავური ომების სიუჟეტს წინასწარმეტყველებს. როდესაც პრინცესა ლეიას (ლოისი) დართ ვეიდერი (სტიუი) იტაცებს, დროიდები C-3PO (ქუაგმაირი) და R2-D2 (კლივლენდი) მიფრინავენ პლანეტა ტატუინზე, რათა ამბოხებულთა ალიანსის დახმარება მოიპოვონ. პლანეტაზე ისინი ხვდებიან ლიუკ სკაიუოკერს (კრისი), ჰან სოლოს (პიტერი), ჩუბაკას (ბრაიანი) და ობი-ვან კენობის (გერბერტი). სიკვდილის ვარვსსკვლავზე შეპარული კენობი იხსნის პრინცესას, მოგვიანებით კი ალიანს უბრუნდება, რათა გალაქტიუკური რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძოლოს.
1002„Movin' Out (Brian's Song)“სინდი ტენგიჯონ ვინერი30 სექტემბერი, 2007 (2007-09-30)5ACX147.95[2]
ბრაიანი თავის მეგობარ ჯილიანთან ერთად ბინას ქირაობს, თუმცა, რადგანაც ბრაიანს ფული არ აქვს, მას თან მიჰყავს სტიუი, რომელიც ბრაიანს მის მაგივრად გადახდას პირდება. ამავე დროს კრისი და მეგი სამსახურს იწყებენ პატარა მაღაზიაში, რომელშიც მთელი სამუშაოს შესრულება მეგს უწევს, რადგანაც კრისი მაღაზიის მენეჯერს უმეგობრდება.
1013„Believe It or Not, Joe's Walking on Air)“იულიუს ვუენდრიუ გოლდბერგი7 ოქტომბერი, 2007 (2007-10-07)5ACX158.39[2]
ჯო ფიქრობს, რომ იგი არასრულფასოვანია, ამიტომ, მიდის საავადმყოფოში, სადაც მას ფეხებს გადაუნერგავენ. ამის შემდეგ იგი დროის ტარებას იწყებს უფრო ათლეტურ მამაკაცებთან, შესაბამისად, ავიწყდება ძველი მეგობრები, რომლებიც მის დაბრუნებას ცდილობენ.
1024„Stewie Kills Lois (ნაწილი 1)“ჯონ ჰოლკვისტიდეივიდ გუდმანი4 ნოემბერი, 2007 (2007-11-04)5ACX1710.50[3]
ლოისი პიტერთან ერთად კრუიზში მიდის. სტიუის ძალიან სწყინს, რომ ისიც არ წაიყვანეს, ამიტომ, ადგენს გეგმებს, თუ როგორ აწამებს ლოისს. როდესაც ბრაიანი მას ეუბნება, რომ იგი წარმატებას ვერ მიაღწევს და ყველაფერი ძველებურად დამთავრდება, სტიუი საბოლოოდ წყვეტს მოკლას დედამისი.
1035„Lois Kills Stewie (ნაწილი 2)“გრეგ კოლტონისტივ კალაჰანი11 ნოემბერი, 2007 (2007-11-11)5ACX1810.42[4]
ლოისი, რომელსაც უკვე მკვდრად თვლიან, ბრუნდება და აცხადებს, რომ სტიუი მის მოკვლას ცდილობდა. სტიუის მოსაძებნად კუაჰოგის მთელი პოლიცია იწყებს მუშაობას. მიუხედავად ამისა, სტიუი გრიფინების ოჯახს ტყვედ იყვანს. ლოისი აცნობიერებს, რომ ყველაფერს ბოლო უნდა მოუღოს და შვილის მოკვლის გადაწყვეტილებას იღებს.
1046„Padre de Familia“პიტ მიშელსიკირკერ ბატლერი18 ნოემბერი, 2007 (2007-11-18)5ACX2010.53[5]
პატრიოტიზმის იდეის შთაგონებული პიტერი არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს, თუმცა, მალევე იგებს, რომ თვითონაც მექსიკაში დაბადებული არალეგალია. ამ ფაქტის გამო იგი თავის სამსახურს კარგავს, ამიტომ, კარტერ პიუტერშმიდტის მსახურად იწყებს მუშაობას.
1057„Peter's Daughter“ზაკ მონკრიფიკრის შერიდანი25 ნოემბერი, 2007 (2007-11-25)5ACX219.60[6]
კომიდან გამოსვლის შემდეგ მეგი ექიმთან რომანტიკულ ურთიერთობას ამყარებს. პიტერს შვილის რჩეული კი არ მოსწონს. ამავე დროს, სტიუი და ბრაიანი ყიდულობენ ნახევრად დანგრეულ სახლს და მის რემონტირებას ცდილობენ.
1068„McStroke“ბრაიან აილსიუელესლი უაილდი13 იანვარი, 2008 (2008-01-13)5ACX1911.50[7]
პიტერი ფასტფუდის რესტორნის მფლობებლს სიკვდილისგან იხსნის და ჯილდოდ უფასოო ბურგერებს იღებს. იგი ერთდროულად ძალიან ბევრ ბურგერს ჭამს, რის გამოც ინსულტს იღებს. გამოკეთების შემდეგ იგი შურისძიებას წყვეტს. ამავე დროს, სტიუი ბრაინთან სანაძლეოს დებს და უფროსთა სკოლაში იწყებს სიარულს.
1079„Back to the Woods“ბრაიან აილსიტომ დევანი17 თებერვალი, 2008 (2008-02-17)6ACX027.23[8]
ჯეიმზ ვუდი კუაჰოგში ბრუნდება, სადაც პიტერის საფულეს პოულობს. ვუდი თავის თავს პიტერად ასაღებს. პიტერი მასზე იგივე გზით შურისძიებას ცდილობს.
10810„Play It Again, Brian“ჯონ ჰოლმკვისტიდენი სმითი2 მარტი, 2008 (2008-03-02)6ACX017.80[9]
პიტერის და ლოისი ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები იწყება, რის გამოც ისინი სასტუმროში დასვენებას ბრაიანთან ერთად წყვეტენ. პიტერი მალევე ლოთდება, ბრაიანი კი ლოისი შეცდუნებას ცდილობს.
10911„The Former Life of Brian“პიტ მიშელსისტივ კალაჰანი27 აპრილი, 2008 (2008-04-27)6ACX048.49[10]
ბრაიანი იგებს, რომ მას ჰყავს ბიოლოგიური შვილი – ჰულიგანი დილანი, რომლის კონტროლს ვერავინ ახერხებს. დილანის დედა მას გრიფინებთან აგზავნის, სადაც ბრაიანი შვილის სწორ გზაზე მოქცევას ცდილობს.
11012„Long John Peter“დომინიკ პოლჩინოუელესლი ბენზისი4 მაისი, 2008 (2008-05-04)6ACX067.68[11]
პიტერი თუთიყუშს იპარავს და მეკობრედ გადაქცევას ცდილობს. როლში შესვლის შემდეგ პიტერი მართლაც იწყებს მეკობრეობას, თუმცა, ერთ-ერთი ბრძოლის დროს მისი თუთიყუში იღუპება. ამავე დროს, კრისი ურთიერთობას ამყარებს გოგონა ანასთან და მამას რჩევებს სთხოვს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Calabria, Rosario T.. (23 სექტემბერი, 2007) Broadcast TV Ratings for Sunday, September 23, 2007. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  2. 2.0 2.1 Calabria, Rosario T.. (8 ოქტომბერი, 2007) Broadcast TV Ratings for Sunday, 7 ოქტომბერი, 2007. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  3. Calabria, Rosario T.. (5 ნოემბერი, 2007) Broadcast TV Ratings for Sunday, 4 ნოემბერი, 2007. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  4. Calabria, Rosario T.. (12 ნოემბერი, 2007) Broadcast TV Ratings for Sunday, November 11, 2007. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  5. Calabria, Rosario T.. (19 ნოემბერი, 2007) Broadcast TV Ratings for Sunday, November 18, 2007. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  6. Calabria, Rosario T.. (28 ნოემბერი, 2007) Broadcast TV Ratings for Sunday, November 25, 2007. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  7. Calabria, Rosario T.. (14 იანვარი, 2008) Broadcast TV Ratings for Sunday, January 13, 2008. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  8. Calabria, Rosario T.. (18 თებერვალი, 2008) Broadcast TV Ratings for Sunday, February 17, 2008. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  9. Calabria, Rosario T.. (3 მარტი, 2008) Broadcast TV Ratings for Sunday, March 2, 2008. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  10. Calabria, Rosario T.. (28 აპრილი, 2008) Broadcast TV Ratings for Sunday, April 27, 2008. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.
  11. Calabria, Rosario T.. (5 მაისი, 2008) Broadcast TV Ratings for Sunday, May 4, 2008. Your Entertainment Now. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2010.