გრიგორი ტოკაევი (ოს. Токаты Ахмæты фырт Гогки , Tokaty Axmæty fyrt Gogki; რუს. Григорий Александрович Токаев) აგრეთვე ცნობილი როგორც გრიგორი ტოკატი; (დ. 13 ოქტომბერი, 1909 – გ. 23 ნოემბერი, 2003) — სარაკეტო მეცნიერი. წლების მანძილზე აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირში დამყარებულ იოსებ სტალინის მმართველობას.[2]

გრიგორი ტოკატი
დაბადების თარიღი 1913 ან 1910[1]
დაბადების ადგილი Novy Urukh, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 23 ნოემბერი, 2003(2003-11-23) ან 2003[1]
გარდაცვალების ადგილი სურეი
საქმიანობა ინჟინერი
მოქალაქეობა  სსრკ
 გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“

ბრიტანეთში ყოფნის დროს, იგი ასევე მუშაობდა ინფორმაციის შესაქმნელად ინფორმაციის კვლევის დეპარტამენტისთვის (IRD), ეს იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო ფილიალი, რომელიც ხელს უწყობდა ანტი-კომუნისტური განწყობების გაღვივებას ცივი ომის პერიოდში.[3]

ცხოვრება ომამდე

რედაქტირება

ტოკატი მუშაობდა ჟუკოვსკის აკადემიის აერონავტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად 1938 წლიდან 1941 წლამდე. 1941 წელს ტექნიკური მეცნიერებების დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ მან განაგრძო ლექციების კითხვა აკადემიაში. პარალელურად მუშაობდა მოსკოვის საინჟინრო ინსტიტუტში ავიაციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. მისი ერთ-ერთი ამოცანა იყო საშუალო დიაპაზონის ფრთოსანი რაკეტის განვითარების შესაძლებლობის შესწავლა.

მიწისქვეშა ოპოზიციური საქმიანობა

რედაქტირება

თავდაპირველად, მისივე სიტყვებით, „ახალგაზრდა უდავო ფანატიკოსი“, ტოკატი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აქტივისტი და არაერთხელ იქნა არჩეული პროფკავშირის კომიტეტსა და კომსომოლის ბიუროში..[4] საბოლოო ჯამში ტოკატის იმედი გაუცრუვდა სოციალისტურ იდეებთან დაკავშირებით. დაიწყო მუშაობა მიწისქვეშა ოპოზიციურ ჯგუფთან, რომელიც მიზანს ისახავდა იოსებ სტალინის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას.[5][6] მან თავის მემუარებში აღნიშნა, რომ მის ოპოზიციურ ჯგუფს სურდა ლიბერალური დემოკრატიის დამყარება სსრკ-ში. ის აღნიშნავდა, თუ როგორ იქცეოდა სსრკ ოპოზიცია და როგორ იგეგმებოდა გადატრიალებს და საბჭოთა მთავრობის წარმომადგენლებისა და ლიდერების მკვლელობა, ზოგჯერ ამაში ჩართული იყნვნენ მაღალი პარტიული თანამდებობის პირები რომლებიც ოპოზიციის მსგავასად იმედგაცრუებულნი იყვნენ სტალინიზმით.[6]

მეორე მსოფლიო ომი და შემდგომი მოვლენები

რედაქტირება

ჰიტლერმა დაიწყო ოპერაცია ბარბაროსას, საბჭოთა კავშირში შეჭრა 1941 წელს, რომელმაც სწრაფად დაამარცხა საბჭოთა ფრონტის ხაზის ძალები. აკადემიის თანამშრომლები ურალის მთებში, სვერდლოვსკში გადაიყვანეს. ტოკატი მოსკოვში დაბრუნდა მოსკოვის ბრძოლის დროს. მოგვიანებით ის გაფრინდა სტალინგრადის დაბომბვისას ამერიკული ბომბდამშენების გამოყენებით, რომელიც იჯარით იყო გაცემული.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ტოკატი გახდა წამყვანი პარტიის წარმომადგენელი და აკადემიკოსი ჟუკოვსკის აკადემიასა და მოსკოვის საინჟინრო ინსტიტუტში, ორივე მოსკოვში.

1945 წლის მაისში გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, მომდევნო თვეში ტოკატი გაგზავნეს ბერლინში. ის უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის საკონტროლო კომისიის წევრი, რომელიც მუშაობდა უშუალოდ მარშალ გიორგი ჟუკოვისა და ვასილი სოკოლოვსკის მეთაურობით. ამის წყალობით ტოკატიმ მიიღო წვდომა გენერალურ შტაბსა და კრემლს შორის არსებულ საიდუმლო კომუნიკაციებზე.

წამოსვლა საბჭოთა კავშირიდან

რედაქტირება

ტოკატის ეშინოდა რომ მისი კავშირები ოპოზიციასთან გამჟვანდებოდა. დაპატიმრების შიშითა და სტალინის მთავრობისადმი სიძულვილით იქნა გამოწვეული ის რომ საცხოვრებლად გადავიდა გაერთიანებულ სამეფოში. თავდაპირველად ის და მისი ოჯახი გადავიდნენ ოკუპირებული ბერლინის ბრიტანულ სექტორში და მიმართეს თავშესაფრის მოთხოვნით. ის ბრიტანეთში 1947 წლის ნოემბერში ჩავიდა. მას მიენიჭა ყალბი პირადობა და დაცული იყო ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები დებრიფინგის დროს, რადგან არსებობდა ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ საბჭოთა აგენტები მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.[3]

ცხოვრება დიდ ბრიტანეთში

რედაქტირება

1967 წლიდან 1975 წლამდე ტოკატი იყო პროფესორი ლონდონის „სიტის უნივერსიტეტის“ აერონავტიკის და კოსმოსური ტექნოლოგიების დეპარტამენტში. რეგულარულად ჩნდებოდა ჟურნალ „New Scientist“-ში.[7] მან გადასცა საბჭოთა სამხედრო საიდუმლოებები ბრიტანეთის მთავრობას და ასევე დაეხმარა ინფორმაციის კვლევის დეპარტამენტს ანტი-კომუნისტური პროპაგანდის გავრცელებაში.[3] ტოკატი გამოჩნდა მეორე მსოფლიო მზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის,[8]The World at War“-ის მეხუთე ეპიზოდში. ეპიზოდში ის იხსენებდა ომის პერიოდში მიღებულ გამოცდილებას.[9] [5][10][11] აპტონ სინკლერის „ლანი ბადის“ სერიის მეთერთმეტე და ბოლო რომანში, „ლანი ბადის დაბრუნება“, ვხვდებით გამოგონილ პერსონაჟს რომელიც ტოკატის პროტოტოიპად მიიჩნევა. სინკლერი აღიარებს ტოკატის წვლილს რომანში წიგნის სამადლობელ განყოფილებაში.[12]

2003 წელს ტოკატი ინგლისში, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • Stalin Means War (1951)
  • Betrayal of an Ideal (1954)
  • Comrade X (1956)
  • A History and Philosophy of Fluid Mechanics (1971)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 20th Century Press Archives — 1908.
  2. The National Archives Learning Curve | Leaders & Controversies | Stalin & industrialisation | How?.
  3. 3.0 3.1 3.2 Professor Grigori Tokaty en (2003-11-25). ციტირების თარიღი: 2020-07-12
  4. Betrayal Of And Ideal : G A Tokaev page 35-36 en. ციტირების თარიღი: 2020-07-14
  5. 5.0 5.1 Getty, John Arch; Getty, John Archibald (1987-01-30) Origins of the Great Purges: The Soviet Communist Party Reconsidered, 1933-1938 page 207 (en). Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33570-6. 
  6. 6.0 6.1 Tokaev Comrade X 1956 en. ციტირების თარიღი: 2020-07-14
  7. New Scientist Feb 20, 1975, New Scientist Jul 8, 1971, New Scientist Jan 20, 1973
  8. https://www.youtube.com/watch?v=olYUrlIfWg0
  9. The World at War, Episode 5; Barbarossa originally broadcast 21 November 1973
  10. Conquest, Robert (1990). The Great Terror: A Reassessment (en). Oxford University Press. ISBN 978-0-19-507132-0. 
  11. Cohen, Stephen F.; Cohen, Stephen F. (1980) Bukharin and the Bolshevik Revolution: A Political Biography, 1888-1938 (en). Oxford University Press. ISBN 978-0-19-502697-9. 
  12. Sinclair, Upton (1953) The Return of Lanny Budd. New York: Viking Press.