გრიგოლ შირმა
გრიგოლ რომანის ძე შირმა (ბელარ. Рыго́р Рама́навіч Шы́рма; დ. 20 იანვარი/ ძვ. სტ. 8 იანვარი, 1892, სოფელი შაკუნი — გ. 23 მარტი, 1978, მინსკი) — ბელორუსი საგუნდო დირიჟორი, ფოლკლორისტი, მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1955), სოციალისტური შრომის გმირი (1977), სკკპ წევრი 1959 წლიდან. 1918 წელს დაამთავრა სიედლცეს სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1940–1970 წლებში ხელმძღვანელობდა ბელორუსიის სსრ სახელომწიფო საგუნდო კაპელას. ბელორუსიის სსრ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1966 წლიდან). შეადგინა მრავალი ფოლკლორული კრებული. გამოცემულია მის მიერ დამუშავებული ბელორუსული ხალხური სიმღერები 2 ტომად (1971–1973). მიღებული აქვს ბელორუსიის სსრ სახელმწიფო პრემია (1966, 1974). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით.
გრიგოლ შირმა | |
---|---|
1992 წლის ბელორუსიის საფოსტო მარკა გრიგოლ შირმას გამოსახულებით | |
დაბადების თარიღი |
20 იანვარი, 1892 შაკუნი |
გარდაცვალების თარიღი |
23 მარტი, 1978 (86 წლის) მინსკი, ბელორუსიის სსრ. სსრკ |
ეროვნება | ბელორუსი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | მუსიკოსი |
ჯილდოები | სსრკ სახალხო არტისტი (1955) |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 8.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გრიგოლ შირმა“ ვიკისაწყობში.