გრიგოლ სინაიტი (ბერძ. Γρηγόριος ὁ Σιναΐτηςდ. XII საუკუნის 60-იანი წლები — გ. XIV საუკუნის 40-იანი წლები) — ბიზანტიური მისტიკური მოძღვრების — ისიხიზმის ფუძემდებელი. ისიხისტების მოძრაობას ხელმძღვანელობდა ათონის მთაზე. აქვე დაწერა თავისი რელიგიურ-ფილოსოფიური თხზულებანი, რომლებშიც სცადა ასკეტიზმის დაფუძნება და სამონასტრო მჭვრეტელობითი მისტიკური მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების განზოგადება. დიდი გავლენა მოახდინა ძველი რუსეთის რელიგიურ-ფსიქოლოგიურ მოძღვრებაზე. გრიგოლ სინაიტის ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კალისტემ (რუსულ ენაზე თარგმნა ი. სოკოლოვმა, 1904).

ლიტერატურა

რედაქტირება