გრიგოლ მარგიანი (დ. 14 ივლისი, 1921, სოფ. მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი — გ. 28 აგვისტო, 1993) — ქართველი პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნირებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

გრიგოლ მარგიანი
დაბადების თარიღი 14 ივლისი, 1921
დაბადების ადგილი მულახი
გარდაცვალების თარიღი 28 აგვისტო, 1993 (72 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1940–1957 წლებში იყო ლენტეხის რაიონის ცანას დარიშხანის კომბინატის მუშა, კომკავშირული მუშაკი, სვანთა განსაკუთრებული პარტიზანული რაზმის მებრძოლი, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, 1957 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, პროფესორი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება