გრიგოლ მამამთავრიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრიგოლ მამამთავრიშვილი (დ. 10 აპრილი, 1953, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1977–1978 წლებში იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1978–1980 წლებში მიზნობრივი ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში, საკავშირო კლინიკურ და ექსპერიმენტულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, 1983 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტში მიზნობრივი ასპირანტურა. 1984 წელს მუშაობდა თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გასტრო–ენტეროლოგიურ განყოფილებაში უფროს ლაბორანტად, 1994 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1987–1991 წლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მივლინებული იყო საკავშირო–სამეცნიერო ქირურგიის ცენტრის ღვიძლის, სანაღვლე გზების და პანკრეასის ქირურგიის განყოფილებაში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის საკითხებს. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქირურგიის სპეციალობით სამედიცინო ინსტიტუტ — „მედიკოსში“, სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას–პედიატრიის ინსტიტუტში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ქრონიკული ჰეპატიტის ქირურგიული მკურნალობის ასპექტები“, დაიცვა 1988 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 181

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება