ასათ I გრიგოლისძე

(გადამისამართდა გვერდიდან გრიგოლისძე, ასათ)

ასათ (ასამ) გრიგოლისძე — ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, გრიგოლისძეთა (გიშელთა) გვარის პირველი ცნობილი წარმომადგენელი. XII საუკუნის დასაწყისში ფლობდა ციხე გიშს. 1117 წლიდან, დავით აღმაშენებლის მიერ გიშის აღების შემდეგ, მეფის ვასალი გახდა და, როგორც ჩანს, მისგან ჰერეთის ერისთავობა მიიღო. XII-XIII საუკუნეებში ჰერეთის ცნობილი ერისთავები (გრიგოლისძენი) ასათის შთამომავლები იყვნენ.

  • ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტერატურა

რედაქტირება