გრან-ჩაკოს პროვინცია

გრან-ჩაკო — პროვინცია ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტის აღმოსავლეთ ნაწილში. 2009 წლის 6 დეკემბრიდან წარმოადგენს ავტონომიურ რეგიონს. პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩუკისაკის დეპარტამენტი, სამხრეთით არგენტინა და აღმოსავლეთით - პარაგვაი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 200კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით ასევე 200 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 17 594 კმ²-ია.

პროვინცია
გრან-ჩაკოს პროვინცია
Provincia Gran Chaco
დროშა

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი იაკუიბა
კოორდინატები 21°40′00″ ს. გ. 62°45′00″ დ. გ. / 21.66667° ს. გ. 62.75000° დ. გ. / -21.66667; -62.75000
ფართობი 17 594 კმ²
მოსახლეობა 175 998 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 10.1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCBOT (UTC-4)

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 175 998 ადამიანს შეადგენდა.

  • მოსახლეობის 41.9 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
  • პროვინციის ძირითადი ენა ესპანურია. მასზე მოსახლეობის 98.4 % ლაპარაკობს;11.5 % ასევე კეჩუაზე, 3.0 % აიმარაზე და 2.7 % გუარანზე.
  • მოსახლეობის 50.7 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 41.1 %-ს სასმელი წყალი. (1992)
  • მოსახლეობის 19.1 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, 1.4 % მაღაროებში, 8.3 % მრეწველობაში, 71.2 % მომსახურების სფეროში. (2001)
  • მორწმუნეთა 86.8 % კათოლიკეა, 9.4 % პროტესტანტი. (1992)

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია იაკუიბა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება