გოჩა მიქიაშვილი
გოჩა მიქიაშვილი (დ. 2 აპრილი, 1954, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი.
გოჩა მიქიაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 აპრილი, 1954 (70 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | არქიტექტორი და მეცნიერი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1976 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
1976-1983 წლებში მუშაობდა სსრკ მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „საქსახპროექტის“ არქიტექტორად. 1983-1987 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული დაგეგმარების კათედრის ასპირანტი. 1987 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო შენობების არქიტექტურის №97 კათედრის ასისტენტი, დოცენტი და სრული პროფესორი. 1989-1991 წლებში იყო იმავე ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი. 1993-1998 წლებში არქიტექტურული ფირმის, სააქციო საზოგადოება „გეოს“ პრეზიდენტი. 1998-1999 წლებში თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 1998-2002 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ, შემდგომ გენერალურ დირექტორად. 2002-2004 წლებში თბილისის გენერალური გეგმის და პერსპექტიული განვითარების სამოქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2004-2010 წლებში სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იბერიის“ არქიტექტურული სტუდიის ხელმძღვანელი იყო. 2005 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი. 65-ზე მეტი განხორციელებული არქიტეტურული პროექტისა და 35 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის მიერ შესრულებულ პროექტებს მიღებული აქვს არაერთი პროფესიული არქიტექტურული პრემია, მათ შორის: სასტუმრო 110 ნომერზე ბაკურიანში, „ვაზიანის საჯარო სკოლის პროექტი“ (2007), ოზურგეთის სამეცნიერო ცენტრის პროექტი, „ქართუ ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული კონკურსის პირველი პრემია (2006), „ქართული სახლის პროექტი საჩხერეში“, „საცხოვრებელი სახლების ჯგუფი ბაგებში“, საქართველოს არქიტექტირთა კავშირის ყოველწლიური არქიტექტურული კონკურსი „წლის საუკეთესო პროექტი“, I პრემია ნომინაციაში „ქალაქგეგმარება“ (2005). 1991, 2006, 2008 წლებში მონაწილეობდა ვენეციის (იტალია) ხელოვნების მსოფლიო ბიენალეში, 1997 წელს — ბერლინის (გერმანია) მსოფლიო კონგრესში, 2008 წელს არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესში ტურინში (იტალია), 2009 წელს არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესში (ტრაბზონი, თურქეთი), არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მსოფლიო კონგრესში — „ინტერარქ-2012“ სოფია (ბულგარეთი). 2004-2008 წლებში იყო შავი ზღვის რეგიონის არქიტექტორთა ფორუმის სამდივნოს დირექტორი. 2006 წლიდან არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის განათლების კომისიის ვალიდაციის ჯგუფის წევრია. მის მიერ ქართულ ენაზეა თარგმნილი არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის „არქიტექტურული განათლების ქარტია“.
სადისერტაციო თემა — „საქართველოს შავი შღვისპირა ქალაქების გეგმარების ორგანიზაცია-განახლების სისტემა“, დაიცვა მოსკოვში 1987 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, 1922-2012, თბ., ტექნ. უნ-ტი, 2013, გვ. 360
- მეთოდური მითითებები არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის, თბ., ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, 2009, გვ. 24
- მეთოდური მითითებები და მოცემულობები ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის საკურსო პროექტის შესასრულებლად, თბ., ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, 1999, გვ. 50
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 423