გოჩა დანელია
გოჩა დანელია (დ. 21 ოქტომბერი, 1970) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგოჩა დანელია დაიბადა სოფელი დრანდაში, გულრიფშის რაიონში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა კამჩატკაზე, წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო უკრაინის სამოქალაქო ავიაციის ინსტიტუტში. აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს, გოჩა დანელია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სააარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში. ის აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მიმდებარედ, ქვემო ეშერაში განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 17 სექტემბერს, ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციებთან, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას გოჩა დანელია უგზო-უკვლოდ დაიკარგა. იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
ლიტერატურა
რედაქტირებაუკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თბ., 2004, გვ. 159.