გოტფრიდ ფონ ბერლიხინგენი

გოტფრიდ „გეც“ ფონ ბერლიხინგენი (გერმ. Gottfried „Götz“ von Berlichingen zu Hornberg,) (დ. დაახლოებით 1480 — გ. 23 ივლისი, 1562) — ასევე ცნობილი, როგორც რკინისხელიანი გეცი, იყო გერმანელი (ფრანკონელი) საიმპერიო რაინდი (რაიხსრიტერი), დაქირავებული მებრძოლი და პოეტი. იგი დაიბადა დაახლოებით 1480 წელს, ბერლიხინგენის დიდგვაროვან ოჯახში, თანამედროვე ვიურტემბერგში. გოტფრიდმა 1517 წელს იყიდა ჰორნბერგის სასახლე (Neckarzimmern) და იქ ცხოვრობდა სიკვდილამდე.[1]

გოტფრიდ „გეც“ ფონ ბერლიხინგენ ცუ ჰორნბერგი
Gottfried „Götz“ von Berlichingen zu Hornberg
მეტსახელი
  • გეცი
  • რკინისხელიანი გეცი
ეროვნება გერმანელი, ფრანკონელი
დაბადების თარიღი 1480
დაბადების ადგილი ბურგ იატენჰაუსენი, ვიურტემბერგის საგრაფო, საღვთო რომის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1562 წლის 23 ივლისი
გარდაცვალების ადგილი ჰორნბერგის სასახლე, პფალცის საკურფიურსტო, საღვთო რომის იმპერია
კუთვნილება საღვთო რომის იმპერიის დროშა საღვთო რომის იმპერია
სამხედრო სამსახურის წლები 1497-1544
წოდება
ბრძოლები/ომები
სამსახურიდან გადადგომა 1544

იგი აქტიური იყო მრავალ სამხედრო კამპანიაში 47 წლის განმავლობაში, 1498 წლიდან 1544 წლამდე, მათ შორის გერმანელ გლეხთა ომში,[2] გარდა მრავალი მტრობისა; ავტობიოგრაფიაში ის თვლის, რომ მან საკუთარი სახელით იბრძოლა 15 დაპირისპირებაში, გარდა მრავალი შემთხვევისა, როდესაც იგი დაეხმარა თავის მეგობრებს, მათ შორის: მტრობა ქალაქების კიოლნის, ულმის, აუგსბურგისა და შვაბიის ლიგის წინააღმდეგ, ასევე მტრობა ბამბერგის ეპისკოპოსთან.

ის ცნობილი გახდა, ევფემიზმისთვის, ვულგარული გამონათქვამისთვის: Er kann mich am Arsch lecken – „მას შეუძლია ჩემი უკანალი ალოკოს“, რომელსაც გოტფრიდს მიაწერს მწერალი და პოეტი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749–1832).[3]

ცხოვრება რედაქტირება

 
მეორე რკინის პროთეზის ხელი, რომელსაც ატარებდა გოტფრიდ ფონ ბერლიხინგენი.
 
ორიგინალური ჯავშანი, რომელსაც ატარებდა გოტფრიდ ფონ ბერლიხინგენი, გამოფენილია ჰორნბერგის მუზეუმში.

1497 წელს ბერლიხინგენმა ბრანდენბურგ-ანსბახის მარგრავის ფრედერიკ I-ის ჯარში მსახურობა. 1498 წელს ის იბრძოდა საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ჯარში, იბრძოდა ბურგუნდიაში, ლოთარინგიასა და ბრაბანტში, ასევე შვაბიის ომში 1499 წელს. 1500 წლისთვის ბერლიხინგენმა დატოვა ფრედერიკ ბრანდენბურგელის სამსახური და ჩამოაყალიბა დაქირავებულთა კომპანია, რომელიც ემსახურებოდა სხვადასხვა ჰერცოგებს, მარგრავებსა და ბარონებს.[4]

1504 წელს ბერლიხინგენი და მისი დაქირავებული არმია იბრძოდნენ ბავარიის ჰერცოგის ალბერტ IV-ისთვის. ალყის დროს ქალაქ ლანდსჰუტში მან დაკარგა მრჯვენა მკლავი, იდაყვის ქვემოთ. მას გაუკეთეს რკინის ორი მექანიკური პროთეზი. პირველი რკინის ხელი იყო უფრო მარტივი მოწყობილობა, რომელიც, როგორც ამბობენ, ადგილობრივი მჭედლისა და მეუნაგირის მიერ იყო შექმნილი. მეორე - უფრო ცნობილმა მჭედელმა დაუმზადა, ხელში შეძლო დაეჭირა ისეთო საგნები, როგორებიცაა ფარი, ლაგამი ან კალამი.[5] ორივე პროთეზი დღეს გამოფენილია დურგ იაგსთჰაუსენში.[6] ამ ტრავმის მიუხედავად, ბერლიხინგენმა განაგრძო სამხედრო საქმიანობა. მომდევნო წლებში იგი ჩართული იყო მრავალ ჩხუბში როგორც საკუთარი მიზნებით, ისე მეგობრებისა და დამსაქმებლების მხარდასაჭერად.

1512 წელს, ქალაქ ფორხეიმთან, ნიურნბერგთან ხანგრძლივი და მწარე მტრობის გამო, მან დაარბია ნიურნბერგის ვაჭრების ჯგუფი, რომლებიც ბრუნდებოდნენ ლაიფციგის დიდი ბაზრობიდან. ამის გაგონებაზე იმპერატორმა მაქსიმილიანმა ბერლიხინგენზე იმპერიული აკრძალვა დააწესა. იგი ამისგან გაათავისუფლეს 1514 წელს, როდესაც გადაიხადა 14000 გულდენი. 1516 წელს, მაინცის სამთავროსთან და მის პრინც-ქორეპისკოპოსთან შეტაკებისას ბერლიხინგენმა და მისმა კომპანიამ დაარბიეს ჰესენი, რის შედეგადაც დაიჭირეს ფილიპე IV, გრაფი ვალდეკი. გრაფის უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის გადაიხადეს გამოსასყიდი 8400 გულდენი. ამის გამო იგი კვლავ იმპერიული აკრძალვაში მოექცა 1518 წელს.[4]

1519 წელს იგი ჩაეწერა ვიურტემბერგის ჰერცოგის ულრიხის სამსახურში, რომელიც ომობდა შვაბიის ლიგასთან. ის იბრძოდა მიოკმუჰლის დასაცავად, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა დაეთმო ქალაქი, სურსათისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო. ჩაბარების პირობების დარღვევით, ის დააპატიმრეს და გადასცეს ჰაილბრონს, ქალაქი, რომელიც მან რამდენჯერმე დაარბია. მისი თანამემამულე რაინდებმა, გეორგ ფონ ფრანდსბერგმა და ფრანც ფონ სიკინგენმა, წარმატებით მოახრერხეს მის გათავისუფლება 1522 წელს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან გადაიხადა გამოსასყიდი 2000 გულდენის სახით და დაიფიცა, რომ შურს არ იძიებდა შვაბიის ლიგაზე.[4]

1525 წელს, გერმანიის გლეხთა ომის დაწყებასთან ერთად, ბერლიხინგენი ხელმძღვანელობდა აჯანყებულთა არმიას ოდენვალდის რაიონში, საღვთო რომის იმპერიის საეკლესიო მთავრების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ბერლიხინგენი ,თავისი გადმოცემის მიხედვით, არ იყო მათი საქმის მხურვალე მხარდამჭერი. ის დასთანხმდა აჯანყებულების ხელმძღვანელობას ნაწილობრივ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და ამავდროულად აჯანყების შებოჭვისათვის. მიუხედავად მისი სურვილისა, შეეჩერებინა უაზრო ძალადობა, ბერლიხინგენი აღმოჩნდა უძლური, მან ვერ შეძლო აჯანყებულების გაკონტროლება, მან ერთი თვის შემდეგ მიატოვა აჯანყებულები და ბურგ იაგსტჰაუზენში დაბრუნდა, რათა დარჩენილი აჯანყების პერიოდი თავის სასახლეშო გაეტარებინა.[4]

იმპერიის გამარჯვების შემდეგ იგი დაიბარეს შპაიერის სასამართლოს წინაშემ თავის ქმედებებზე პასუხის საგებლად. 1526 წლის 17 ოქტომბერს იმპერიულმა პალატამ იგი გაამართლა. ამის მიუხედავად, 1528 წლის ნოემბერში იგი აუგსბურგში დააპატიმრა სვაბიის ლიგამ, რომელსაც სურდა ძველი ანგარიშების გასწორება. უსაფრთხო გადასვლის დაპირებით აუგსბურგში ჩასვლის შემდეგ, ლიგის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ძველი ბრალდებებისგან თავის გასათავისუფლებლების მცდლობის მიუხედავად, იგი დააპატიმრეს და გაათავისუფლეს 1530 წელს, როდესაც დაიფიცა, რომ დაბრუნდებოდა თავის სასახლეში და იქ დარჩებოდა სიცოცხლის ბოლომდე.[4]

ბერლიხინგენი დათანხმდა ამას და დარჩა ჰორნბერგის მახლობლად, სანამ კარლ V-ემ, საღვთო რომის იმპერატორმა, არ გაათავისუფლა ფიცისგან 1540 წელს. იგი მსახურობდა კარლის მეთაურობით და იბრძოდა უნგრეთში სულეიმან ბრწყინვალის ოსმლეთის იმპერიის წინააღმდეგ 1542 წლის კამპანიაში, ხოლო 1544 წელს, საფრანგეთში იმპერიული შეჭრისას, იბრძოდა საფრანგეთის ფრანსუა I-ის მეთაურობის ქვეშ.[4] საფრანგეთის კამპანიის შემდეგ, ბერლიხინგენი დაბრუნდა ჰორნბერგში და დარჩენილი ცხოვრება შედარებით მშვიდად გაატარა. იგი გარდაიცვალა 1562 წლის 23 ივლისს ჰორნბერგის სასახლეში, 81 ან 82 წლის ასაკში. ბერლიხინგენი ორჯერ დაქორწინდა და ჰყავდა სამი ქალიშვილი და შვიდი ვაჟი, რათა შეენარჩუნებინა თავისი გვარი.[4]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Goethe, Johann Wolfgang von – Götz von Berlichingen (1773).
  • R. Pallmann – Der historische Götz von Berlichingen (Berlin, 1894).
  • F. W. G. Graf von Berlichingen-Rossach – Geschichte des Ritters Götz von Berlichingen und seiner Familie (Leipzig, 1861).
  • Lebens-Beschreibung des Herrn Gözens von Berlichingen – Götz's Autobiography, published Nürnberg 1731 (reprint Halle 1886).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Adela. (2017-03-25) Götz of the Iron Hand en-US. ციტირების თარიღი: 2020-02-07
  2. Adela. (2017-03-25) Götz of the Iron Hand en-US. ციტირების თარიღი: 2020-02-07Adela (25 March 2017). "Götz of the Iron Hand". Naked History. Archived from the original on 7 February 2020. Retrieved 7 February 2020.
  3. Morton, Ella. (2015-11-03) Object of Intrigue: the Prosthetic Iron Hand of a 16th-Century Knight en. ციტირების თარიღი: 2020-02-07
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Chisholm 1911.
  5. Adela. (2017-03-25) Götz of the Iron Hand en-US. ციტირების თარიღი: 2020-02-07Adela (25 March 2017). "Götz of the Iron Hand". Naked History. Archived from the original on 7 February 2020. Retrieved 7 February 2020.
  6. Götzenburg (Baden-Württemberg) – Infos, News, Termine de. ციტირების თარიღი: 15 May 2020