ვაუტერ დე ბაკერი (დ. 1980 წლის 21 მაისს), უფრო ცნობილი სასცენო სახელით გოტიე (Gotye) — ბელგიელი და ავსტრალიელი [2] მულტი-ინსტრუმენტალისტი მუსიკოსი და სიმღერის ავტორი/მომღერალი. სასცენო სახელი Gotye აღებულია Gauthier-სგან, რაც „ვალტერის“ ან „ვაუტერის“ ფრანგული ეკვივალენტი. მომღერლის ვოკალს ხშირად ადარებენ პიტერ გებრიელისა და სტინგის ხმებს.[3][4][5]

გოტიე

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვაუტერ დე ბაკერი
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1980 (1980-05-21) (44 წლის)
დაბ. ადგილი ბრიუგე, ბელგია
წარმოშობა მელბურნი, ვიქტორია, ავსტრალია.
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი, ალტერნატიული როკი, ტრიპ-ჰოპი[1]
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი
აქტიური 2001–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Fairfax, Universal Republic, Independent, Samples 'n' Seconds, Inertia, Lucky Number, Eleven
საიტი gotye.com
გოტიე ვიკისაწყობში

გოტიეს დამოუკიდებლად გამოცემული აქვს სამი სტუდიური ალბომი და ერთი ალბომი პირველი ორი ალბომის სიმღერების რემიქსებით. იგი შედის მელბურნულ ტრიო The Basics-ში, რომელსაც 2002 წლიდან დამოუკიდებლად აქვს გამოცემული 3 სტუდიური ალბომი. გოტიეს 2001 წლის სინგლი „Somebody That I Used to Know“ ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ ადგილზე მოხვდა და იგი იქცა რიგით მეხუთე ავსტრალიელ მუსიკოსად, რომელმაც ეს მოახერხა და რიგით მეორე ბელგიელად, 1963 წელს The Singing Nun-ის შემდეგ.[6] ავსტრალიული მუსიკის დაჯილდოებაზე მან ხუთი პრიზი მიიღო. ნომინირებული იყო 2011 წლის MTV-ს ევროპულ მუსიკალურ ჯილდოზე, საუკეთესო მომღერლის წოდებაზე აზიასა და წყნარი ოკეანეს ტერიტორიაზე. 2013 წელს მიიღო სამი „გრემი“ - წლის ჩანაწერისათვის, წლის საუკეთესო პოპ-დუეტის/ჯგუფის შესრულების („Somebody That I Used to Know“) და საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის (Making Mirrors).

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.allmusic.com/artist/gotye-mn0001471865
  2. Presenter: Siska Schoeters (21 October 2011). Goed nieuws van Gotye. Zet 'm op Siska. Brussels, Belgium. Studio Brussel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 11 მარტი 2013. ციტატა: „Ik stel ik, ja, een Belg-Australiër (I am, yes, a Belgian-Australian).“
  3. Pareles, Jon. (22 October 2011) Gotye Fans Turn Out to Sing Along. The New York Times. ციტირების თარიღი: 9 February 2012.
  4. Fuentes, Catherine. (30 January 2012) Song Premiere: Gotye's Eighties-Inspired 'Somebody That I Used To Know'. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 9 February 2012.
  5. Thompson, Stephen. (22 January 2012) First Listen: Gotye, 'Making Mirrors'. NPR. ციტირების თარიღი: 9 February 2012.
  6. Hot 100 Songs & New Music: 1 - 10 Songs | Billboard Music Charts. Billboard.com. ციტირების თარიღი: 16 September 2012.