გორხანა
გორხანა (სპარს. – საფლავის სახლი) — მაჰმადიანური სასაფლაო თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.
ადგილმდებარეობას მიანიშნებს 1748 წელს აბდულა-ბეგის წინააღმდეგ თბილისთან მეფე ერეკლე II-ის მიერ გამართული ერთ-ერთი ბრძოლის ამასახველი მასალა: „აბდულა-ბეგ წავიდა განჯას... ხუთი ათასი კაცი წამოასხა ყაზილ-ბაშის ჯარი და მოადგა ქალაქს ტფილისს. ტფილისიდან ქუევითი ჯარი გავიდა. გორხანის თავზედ... ტფილის ჯარმან გაიმარჯუა“. ეს მოხდა 1748 წელს, „ბზობის პარასკევი დღე იყო“.[1] აღნიშნული ამბავი პაპუნა ორბელიანსაც აქვს მოთხრობილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მეფე ერეკლე II „გაბრძანდა ქალაქით ომად... ავიდნენ ესენი თაბორისაკენ“ (ქრონიკებში — „გორხანის თავზედ“, სწორედ იქ, სადაც თაბორია).
1877 წელს მსჯელობა იყო თბილისში არსებული სასაფლაოების მათ შორის „თათრების გორხანა ნარიყალას ციხის ძირში“ გადაეტანათ ქალაქ გარეთ ნავთლუღში.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 124.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 396, ISBN 99928-20-32-2.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქრონიკები, III, გვ. 619
- ↑ გაზ. „ივერია“, №14, 2 ივნისი, 1877