გორმაღალი (კავკასიონი)
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
გორმაღალი — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ვეზურის (ჯეჯორის შენაკადი) და კოზიდონის (ღარულის შენაკადი) წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3187 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი და ციცაბო კალთები, რომლებზეც განვითარებულია რელიეფის მყინვარული ფორმები. მცენარეულ საფარს თითქმის მთლიანად მოკლებულია.
გორმაღალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°34′51″ ჩ. გ. 43°42′42″ ა. გ. / 42.58083° ჩ. გ. 43.71167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3187 მ |
ქედი | კავკასიონი |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 123.