ვირ გორდონ ჩაილდი (ინგლ. Vere Gordon Childe; დ. 14 აპრილი, 1892, სიდნეი — გ. 19 ოქტომბერი, 1957, ბლექჰითი, ავსტრალია) — ბრიტანელ-ავსტრალიელი ისტორიკოს-მარქსისტი, XX საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი არქეოლოგი. ბრიტანეთის აკადემიის წევრი 1940 წლიდან. ნეოლითური რევოლუციისა და ურბანისტული რევოლუციის ავტორი. ანთროპოლოგიური ნეოევოლუციონიზმის ფუძემდებელი.

გორდონ ჩაილდი
დაბ. თარიღი 14 აპრილი, 1892(1892-04-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი სიდნეი[8]
გარდ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1957(1957-10-19)[1] [2] [3] [4] [6] [7] (65 წლის)
გარდ. ადგილი ბლექჰითი[8]
მოქალაქეობა  ავსტრალია[8]
საქმიანობა კლასიკური ფილოლოგი, პრეისტორიკოსი[9] , უნივერსიტეტის პროფესორი[8] , პროფკავშირების წევრი და ბიბლიოთეკარი
მუშაობის ადგილი ედინბურგის უნივერსიტეტი, UCL Institute of Archaeology და ლონდონის ეკონომიკის სკოლა
ალმა-მატერი სიდნეის უნივერსიტეტი[8] და დედოფლის კოლეჯი
ჯილდოები Fellow of the Society of Antiquaries of Scotland

ბიოგრაფია

რედაქტირება

გორდონ ჩაილდი 1914 წელს შევიდა ოქსფორდის უნივერსიტეტის კუინზ-კოლეჯში, კლასიკური ენების შესასწავლად. მისი მასწავლებლები იყვნენ არქეოლოგი ართურ ევანზი და ჯონ ლინტონ მაიერსი. ოქსფორდში ჩაილდი დიდი ინტერესით სწავლობდა პირველყოფილთა ძველ ისტორიას, ასევე გეგელის და მარქსის ფილოსოფიას. უნივერსიტეტში მისი უახლოესი მეგობარი იყო კომუნისტური პარტიის მომავალი წამყვანი ფიგურა რაჯან ჰალმ დატი.

ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ, 1919 წლიდან 1921 წლამდე იყო ლეიბორისტის ჯონ სტორის პირადი მდივანი. ამას გარდა ის შევიდა სინდიკასისტიკურ საბჭოში მსოფლიოს ინდუსტრიული მუშები. პრემიერ მინისტრის უცაბედი სიკვდილის შემდეგ ჩაილდს სასოწარკვეთილი რეფორმისტების და ლეიბორისტების დატოვება მოუწია და გაემგზავრა ევროპაში. თავისი მოგონებები მან აღწერა წიგნში „როგორ ვმართოთ ლეიბორისტები“. 1925 ჩაილდი საბოლოოდ გადაბარგდა დიდ ბრიტანეთში და გახდა ლონდონის სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი.

1927–1946 წლებში იკავებდა ედინბურგის უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრას. 1946–1957 წლებში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიის ფაკულტეტს ლონდონის უნივერსიტეტში, ატარებდა გათხრებს ორკნეის კუნძულებზე. მონაწილეობას იღებდა არქეოლოგიურ გათხრებში სხვადასხვა ქვეყნებში (შოტლანდიაში, ჩრდ. ირლანდიაში, საბერძნეთში, ერაყში, ინდოეთში). ჩაილდი იყო მტკიცე სოციალისტი და ოთხჯერ იყო საბჭოთა კავშირში.

ბოლო მოგზაურობის დროს მოსკოვსა და ლენინგრადში მან მიმართა არქეოლოგებს წერილით, რომელშიც კრიტიკულად აფასებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს მათ ქვეყანაში. 1956 წელს ჩაილდმა დატოვა ლონდონი და დაბრუნდა ავსტრალიაში, მაგრამ მემარცხენე წარმომადგენლებმა არ მისცეს უფლება, რომ ესწავლებინდა სიდნეის უნივერსიტეტში. ის გავიდა პენსიაზე და და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, ის გადმოვარდა 70 მეტრიანი მთიდან. ამბობენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. ჩაილდი შეცბუნებული იყო თავისი ჯანმრთელობით და ეშინოდა ინტელექტუალური ცოდნის ჩაქრობის. ჩაილდმა არ დატოვა არანაირი ქონება და მცირედი დანაზოგი უანდერძა ლონდონის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტს. ის ფლობდა ევროპული ენების დიდ რიცხვს, ლექციის დროს შეეძლო დაევიწყებინა მშობლიური ენა და გადასულიყო გერმანულზე, პორტუგალიურზე და სხვა ენებზე, რომელიც არ ესმოდა მის მსმენელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Чайлд Г. Прогресс и археология / Пер. с англ. М. Б. Граковой-Свиридовой; предисл. А. В. Арциховского. М.: Издательство иностранной литературы, 1949.
  • Чайлд Г. У истоков европейской цивилизации. М., 1952.
  • Чайлд Г. Древнейший Восток в свете новых раскопок / Предисловие В. И. Авдиева; пер. с англ. М. Б. Граковой-Свиридовой. М.: Издательство иностранной литературы, 1956. — 324 c.
  • Чайлд Г. Арийцы. Основатели европейской цивилизации / Пер. с англ. И. А. Емец. М.: Центрполиграф, 2009. — 272 с. ISBN 978-5-9524-4554-3 — архив[მკვდარი ბმული]
  • Чайлд Г. Расцвет и падение древних цивилизаций. М.: Центрполиграф, 2012. — 384 с. (перевод What Happened in History)
  • Лынша В. А. Гордон Чайлд и американский неоэволюционизм // Этнографическое обозрение. — № 5 . — 2001 . — С. 3—17

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Vere Gordon Childe — 2009.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Magnusson M. Chambers Biographical DictionaryW & R Chambers, 1990. — ISBN 978-0-550-16041-6
  9. Hann C. The Anthropocene and anthropology // Eur. J. Soc. Theory / G. DelantySAGE Publishing, 2016. — Vol. 20, Iss. 1. — P. 183–196. — ISSN 1461-7137; 1368-4310doi:10.1177/1368431016649362