ართურ ჯონ ევანზი[17] (დ. 8 ივლისი, 1851, ნეშ-მილსი, ჰერტფორდშირი – გ. 11 ივლისი, 1941, იულბერი, ოქსფორდშირი) — ინგლისელი არქეოლოგი, ისტორიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1901). გეოლოგის, არქეოლოგისა და ნუმიზმატის ჯონ ევანზის ვაჟი. 1874 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი. 1875–1882 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად, ძირითადად ბალკანეთში; 1884–1908 წლებში იყო აშმოლის მუზეუმის მცველი [შემდგომში საპატიო მცველი, მუზეუმს გადასცა საკუთარი და მამის კოლექცია; ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი (1909)], ლონდონის ანტიკვარების საზოგადოების პრეზიდენტი (ავტომატურად ბრიტანეთის მუზეუმის მცველიც) 1914–1919 წლებში. 1871 წლიდან მონაწილეობდა არქეოლოგიურ კვლევებში, მ.შ. საკუთარი კვლევები განახორციელა ჩრდილო-დასავლეთ ბალკანეთში (1877–1878, 1880–1882), სამხრეთ ბრიტანეთში [რომაულამდელ (მ.შ. ეილესფორდის სამარხი, 1886) და რომაული დროის ძეგლებზე], კუნძულ კრეტაზე [1894 წელს — კვლევა, 1900–1931 წლებში (შესვენებებით) — კნოსოსის გათხრები (ძირითადად 1905 წლამდე) და რესტავრაცია]. აღმოაჩინა მინოსის კულტურა (ცივილიზაცია) და სათავე დაუდო მის შესწავლას,[18] დაადგინა კრეტა-მიკენის კულტურის ქრონოლოგია და პერიოდიზაცია, სისტემაში მოიყვანა და გამოსცა ძველი კრეტული დამწერლობის ნიმუშები.[19] ავტორია შრომებისა ანტიკური ნუმიზმატიკისა და არქეოლოგიის, კელტების კულტურისა და სხვათა შესახებ. 1911 წელს რაინდად აკურთხეს.[18]

ართურ ევანზი
ინგლ. Arthur Evans
დაბ. თარიღი 8 ივლისი, 1851(1851-07-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ნეშ-მილსი
გარდ. თარიღი 11 ივლისი, 1941(1941-07-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (90 წლის)
გარდ. ადგილი უელბერი[10]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[11]
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ანთროპოლოგი, ხელოვნებათმცოდნე[12] , არქეოლოგი[13] და ნუმიზმატი
ალმა-მატერი ბრასენოსის კოლეჯი[10] და ჰეროუს სკოლა[10]
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[14] , ფილოსოფიის დოქტორი და honoris causa
მამა ჯონ ევანზი[10]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[10] , სამეფო ოქროს მედალი[10] , კოპლის მედალი[15] , რაინდი-ბაკალავრი, ნუმიზმატიკური სამეფო საზოგადოების მედალი, ანტიკვარების სამეფო საზოგადოების წევრი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ჰანტინგტონის მედალი, ლაიელის მედალი და ჰექსლის მემორიალური მედალი[16]
გავლენა მოახდინეს

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 KNAW Past Members
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 D. Evely Evans, Sir Arthur // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T027071
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  11. LIBRIS — 2007.
  12. Dictionary of Art Historians
  13. Union List of Artist Names — 2019.
  14. Deutsche Nationalbibliothek Record #118685562 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  15. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  16. https://www.therai.org.uk/awards/honours-prior-recipients/huxley-memorial-medal-and-lecture-prior-recipients
  17. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 113.
  18. 18.0 18.1 Эванс // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 199.
  19. ევანზი ართურ ჯონ // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 30.