გორაკის სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
გორაკის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფლების გორაკისა და ქვემო ჭალის მიჯნაზე, შაქრო ფოლადაშვილის ეზოსთან. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. სამაროვანზე დადასტურდა ორი ორმოსამარხის ნაშთი. სამარხის ინვენტარიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს მხსვილი მავთულის თავებგახსნილი სამაჯურები, საკანჭურები, ნასიპი ზოლებით შემკული შავი თიხის ჯამი და სხვა. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 149.