გონსალო დე სანდოვალი

გონსალო დე სანდოვალი (ესპ. Gonzalo de Sandoval; 1497?, მედელინი, ესპანეთი — 1528, პალოს-დე-ლა-ფრონტერა, ესპანეთი) — ესპანელი კონკისტადორი, მექსიკის დაპყრობის მონაწილე, ერნან კორტესის ჯარის ლეიტენანტი. 1527 წლის 2 მარტიდან ასრულებდა ახალი ესპანეთის გუბერნატორის მოვალეობებს. მექსიკაში დააარსა სამი ქალაქი, რომლებიდანაც კოლიმა დღემდე არსებობს.

გონსალო დე სანდოვალი. იდეალიზირებული პორტრეტი, XIX საუკუნე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ექსპედიცია მექსიკაში

რედაქტირება

ისევე, როგორც მექსიკის დაპყრობის სხვა მონაწილეების შესახებ, სანდოვალზეც 1519 წლამდე არ გვაქვს ცნობები. ის კორტესის დანაყოფის ლეიტენანტებიდან ყველაზე ახალგაზრდა იყო. მან კორტესს ფასდაუდებელი სამსახური გაუწია, როდესაც მის დასაპატიმრებლად გამოგზავნილი პანფილო დე ნარვაესი დაიჭირა და კორტესის ჯართან ერთად მექსიკის დედაქალაქში წავიდა. „მწუხარების ღამის“ დროს სანდოვალი ავანგარდს ხელმძღვანელობდა. ტენოჩტიტლანის ბლოკადის დროს, 1521 წელს, ის ხელმძღვანელობდა სეგურას გარნიზონს, ტეპეაკას მახლობლად. სწორედ სანდოვალი აგებდა პასუხს 20 000 ინდიელი მტვირთავის სამუშაოზე, რომლებსაც დაშლილი ბრიგანტინები ტესკოკოს ტბასთან მიჰქონდათ.

ტენოჩტიტლანის იერიშისას ესპანეთის ჯარის აღმოსავლეთ მხარეს ფარავდა. იერიშის პირველი ცდისას იმყოფებოდა პედრო დე ალვარადოს დანაყოფში. სანდოვალმა და მისმა სკვაირმა, გარსია ოლგუინმა (García Holguín), ტყვედ აიყვანეს აცტეკების უკანასკნელი ტლატოანი კუაუტემოკი, რის შემდეგაც, 1521 წლის 13 აგვისტოს ტენოჩტიტლანი დაეცა.

ტენოჩტიტლანის დაცემის შემდეგ

რედაქტირება

სანდოვალი პასუხს აგებდა 1521 წელს კარლ V-ს მიერ კორტესის მოღვაწეობის გამოსაკვლევად გამოგზავნილი ინსპექტორის, კსიტობალ დე ტაპიას, შეხვერაზე. ტლასკალაში მიეგო პატივი გამხდარიყო ნათლია ერთ-ერთი ბელადის, ჩიტლალპოპოკაცინის, რომელმაც მიიღო სახელი ბართოლომე. მონაწილეობდა დამსჯელ ლაშქრობებში უატუსკოსა და ოახაკაში. დააარსა ქალაქი მედელინი (ვერაკრუსის სამხრეთით), ასევე წყნარი ოკეანის პორტი ესპირიტუ-სანტო, რომელიც ამჟამად უკვე აღარ არსებობს. 1521 წლის მიწურულს ჩაახშო ინდიელების აჯანხება პანუკოში და შესძლო თავისი მამის მატერიალურად დახმარება, მისთვის ესპანეთში 200 პესოს გაგზავნით.

 
გონსალო დე სანდოვალი აკონტროლებს ბრიგანტინების ტრანსპორტს

1522 წელს კოლიმას დასაპყრობად გაგზავნილი ესპანური რაზმები დაიშალა. კორტესის ბრძანებით ამ რაიონში დამსხელ ლაშქრობას სანდოვალი მეთაურობდა. ლაშქრობა წარმატებით მიდიოდა. ინდიელების ქალა კაშიტლანის ნანგრევებზე სანდოვალმა დააარსა ქალაქი კოლიმუ (1523 წლის 25 ივლისი), თუმცა 1527 წელს ქალაქი გადაიტანეს.

ჰონდურასი

რედაქტირება

1524 წელს სანდოვალი მონაწილეობდა კორტესის ლაშქრობაში ჰონდურასზე და ენკომიენდას რამდენიმე უბანი მიიღო. 1526 წელს, დაბრუნების შემდეგ, ახალი ესპანეთის მთავარ მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო 1527 წლის 2 მარტიდან 22 აგვისტომდე შეცვალა მარკოს დე ალიგიერი და ასრულებდა გუბერნატორის მოვალეობებს.

ესპანეთში დაბრუნება

რედაქტირება

1528 წელს ახლდა კორტესს, რომელიც ესპანეთში გამოიძახეს მეფესთან, ანგარიშის ჩასაბარებლად. სანდოვალმა ვერ გაუძლო ანტალტის ოკეანის გადალახვას და მძიმედ დაავადდა. მემატიანეები წერენ, რომ ვიღაცამ ისარგებლა მისი ამ მდგომარეობით და მოიპარა ოქრო, რომელიც სანდოვალს სახლში მიჰქონდა. ის დამარხეს პალოსში, ლა-რაბიდას მონასტერში. არ იყო დაქორწინებული და არ დაუტოვებია მემკვიდრეები.

პიროვნება

რედაქტირება

სანდოვალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ბერნალ დიას დელ კასტილიოს მატიანე. ბერნალ დიასის თქმით, სანდოვალი იყო შესანიშნავი ჯარისკაცი და ადმინისტრატორი, სამართლიანი მოსამართლე, განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ სანდოვალი არ მიილტვოდა სიმდიდრისკენ და ყოველთვის უბრალოდ იცვამდა.

ზოგიერთი თანამედროვე აღნიშნავდა, რომ სანდოვალი ღიად ამბობდა, რომ არ სწამდა ღმერთი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Díaz del Castillo, B. Historia verdadera de la conquista de Nueva España. Ed. Plaza Janés, España, 1998. 479 pp.
  • Martínez, J. L. Hernán Cortés. Mexico City: Fondo de Cultura Económica-UNAM, 1991, 1009 pp.
  • Prescott, W. H. The Conquest of Mexico.
  • Thomas, H. Who’s Who of the Conquistadors. Cassell & Co., 2000, 444 pp.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება