გომისჯვრის ნასოფლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

გომისჯვრის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში, თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია რამდენიმე ნასახლარი ბუდე, მიწაში ვერტიკალურად ჩადგმულია რამდენიმე დიდი ზომის ქვევრი. იპოვება გვიანდელ ფეოდალურ ხანისთვის დამახასიათებელი, მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ნასოფლარის აღმოსავლეთით განაპირას ჩანს ფილაქვებით ნაგები, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხობილი რამდენიმე ქვაყუთი. ნასოფლარზე თავდაპირველად ყოფილა კოშკი, ერთმანეთისგან ათიოდე მეტრით დაშორებული დარბაზული ეკლესია (დღეისთვის მხოლოდ ორია შემორჩენილი), სასახლე (ნანგრევებიღაა) და თაღით გადახურული აუზიანი წყარო. ერთ-ერთი (იოანე მახარობლის) ეკლესიის წარწერის თანახმად აქ ლევან ბატონიშვილის (XVII საუკუნე) რეზიდენცია იყო.

იოანე მახარობლის ეკლესია
წმინდა გიორგის ეკლესია

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება