გომისჯვრის იოანე მახარებლის ეკლესია

გომისჯვრის იოანე მახარებლის ეკლესია, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, წითელი ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში. დგას სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით.

სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე
სამხრეთ-დასავლეთი მხარე

ლევან ბატონიშვილის თარიღიანი წარწერით (დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) თანახმად, თარიღდება XVII საუკუნის ბოლო ათეული წლებით. ეკლესია დარბაზულია (9,1 X 5,7 მ). ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში და ფასადებზე, დეკორატიული ელემენტების წყობაში, გამოყენებულია აგური.

ეკლესიის შიდა სივრცე თავისებურადაა გადაწყვეტილი: სწორკუთხოვან საკურთხეველში სხვადასხვა ზომის შეისრულთაღოვანი ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია ფართო მხრებით, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული ფორმის სატრიუმფო თაღი. შეისრული ფორმისაა კამარაც. საკურთხევლის სარკმელი ჩასმულია მაღალი შეისრულ შეღრმავებაში. დარბაზის გრძივ კედლებში თითო ფართო შეისრული შეღრმავებაა, რომლებშიც თითო სარკმელია გაჭრილი. ფასადების შემორჩენილი ნაწილების ქვის წყობა ირეგულარულია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ აგურის წყობით გამოყვანილია მაღალი შეღრმავებული ჯვარი, რომლის გვერდებზე თითო შეისრული ნიშია. ორივე ნიშს შემოვლებული აქვს კედლებზე ნალესობით გამოყვანილი სადა მოჩარჩოება. ნიშები, ისე როგორც ჯვრის შეღრმავებული ნაწილი, მოწითალო ფერის საღებავითაა შეფერილი.

ლიტერატურა

რედაქტირება