ალექსანდრე გომელაური

(გადამისამართდა გვერდიდან გომელაური, ალექსანდრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომელაური.

ალექსანდრე გიორგის ძე გომელაური (დ. 9 სექტემბერი, 1907, თბილისი — გ. 29 ივლისი, 1966, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1958).

ალექსანდრე გომელაური
დაბადების სახელი ალექსანდრე გომელაური
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი, 1907
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 29 ივლისი, 1966 (58 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. მაგრამ თეატრის სიყვარულმა გადაძლია და უკვე 1927 წლიდან სცენის თანამშრომელია თბილისის მუშათა თეატრში. შემდეგ მიიწვიეს ახლად გახსნილ თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, სადაც სამი სეზონი დაჰყო. 1931 წელს გადავიდა ქუთაისის თეატრში. 1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრშია და ეკუთვნის იმ თაობას, რომელმაც ჩამოაყალიბა ამ კოლექტივის შემოქმედებითი სახე.

ალექსანდრე გომელაურმა ორმოცი წლის მანძილზე ქართულ სცენაზე შექმნა ასზე მეტი როლი. დაუვიწყარია მისი შვეიკი (იაროსლავ ჰაშეკის „გულადი ჯარისკაცი შვეიკი“), გიორგი („ჩატეხილი ხიდი“ ილია ჭავჭავაძის მიხედვით), დედის ბიჭი (უშანგი ჩხეიძის „გიორგი სააკაძე“), კაკუტა (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), მოურავი და გიჟუა (აქვსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“), ჰორტენზია (უილიამ შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ბობჩინსკი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), კაპუელტი (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“) და მრავალი სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 90.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. გვ. 109, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება