გლობულარია
გლობულარია (ლათ. Globularia) — გლობულარიასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი. აერთიანებს 25-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მწვანე კონცხის კუნძულებიდან დასავლეთი აზიამდე.
საქართველოში ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა იზრდება — ბეწვყვავილა გლობულარია (ლათ. Globularia trichosantha ). მისი 10–30 სმ სიმაღლის ღერო (ერთი ან მრავალი) მოფენილია დაკნინებული ფოთლებით, რომელთა უმეტესობა ღეროს ძირშია როზეტად თავმოყრილი. აქვს ცისფერი ყვავილი. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება იშვიათად შიდა ქართლში, კახეთსა და ქიზიყში. იზრდება ტყისპირა ჩამონაზვავზე, ნატყევარ მშრალ ფერდობზე დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 48-49.