გლენის კინოკი
გლენის ელიზაბეთ კინოკი, ჰოლიჰედელი ბარონესა კინოკი (დაბადების სახელი - პერი; 1944 წლის 7 ივლისი – 2023 წლის 3 დეკემბერი) იყო ბრიტანელი პოლიტიკოსი და მასწავლებელი, რომელიც 2009 წლის ივნისიდან იმავე წლის ოქტომბრამდე იკავებდა ევროპაში სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2009-დან 2010 წლამდე - აფრიკასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს. ლეიბორისტული პარტიის სახელით, იგი წინა პერიოდებში იყო უელსში, ხოლო შემდეგ, 1994 წლიდან 2009 წლამდე სამხრეთ უელსის აღმოსავლეთში - ევროპის პარლამენტის წევრი.
ბარონესა კინოკი (ჰოლიჰედელი) | |
---|---|
ოფიციალური პორტრეტი, 2009 წელი | |
დაბადების თარიღი |
გლენის ელიზაბეთ პერი, 1944 წლის 7 ივლისი, როუდი, ჩრდილოამპტონშაირი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
2023 წლის 3 დეკემბერი (79 წლის), ლონდონი, ინგლისი |
ალმა-მატერი | კარდიფის უნივერსიტეტი |
პარტია | ლეიბორისტული პარტია |
მეუღლე(ები) | ნეილ კინოკი (დაქორწინდა 1967 წელს) |
შვილ(ებ)ი | 2, მათ შორის, სტივენი |
ადრეული წლები
რედაქტირებაგლენის ელიზაბეთ პერი დაიბადა როუდში, ჩრდილოამპტონშაირში და მან განათლება მიიღო ჰოლიჰედის მრავალპროფილიან სკოლაში, ანგლსში. პერიმ 1965 წელს დაამთავრა კოლეჯის უნივერსიტეტი, კარდიფში, განათლებისა და ისტორიის მიმართულებით.[1] პერი მუშაობდა მურლენდის დაწყებით სკოლაში, სპლოტში, 1966 წელს. ის შეხვდა ნეილ კინოკს უნივერსიტეტში და იქორწინა მასთან 1967 წელს.[2]
ევროპის პარლამენტი
რედაქტირებაკინოკი წარმოადგენდა უელსს ევროპის პარლამენტში 1994-დან 2009 წლამდე, სადაც იგი გაწევრიანებული იყო ევროპელი სოციალისტების პარტიის პოლიტიკური ჯგუფში.[3] ის იყო ევროპის პარლამენტის განვითარებისა და თანამშრომლობის კომიტეტის წევრი[4] და მოქალაქეების თავისუფლებისა და უფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის წევრის შემცვლელი.[5] იგი იყო აფრიკის, კარიბისა და წყნარი ოკეანე-ევროკავშირის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი 2002-დან 2009 წლამდე და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით ლეიბორისტების სპიკერი ევროპის პარლამენტში. 2006 წლის ნოემბერში, კინოკი გააკრიტიკეს "მოგზაურობის გამო" ბარბადოსში, რათა განეხილათ სიღარიბის საკითხები.[6] კინოკი თავმჯდომარეობდა მე-12 აფრიკა-კარიბი-წყნარი ოკეანე-ევროკავშირის ერთობლივ საპარლმანეტო ასამბლეას.[7]
საშინაო პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2009 წელს კაბინეტის შემადგენლობის ცვლილების შემდეგ, კინოკი დაინიშნა ევროპის მინისტრად მას შემდეგ, რაც ქეროლაინ ფლინტი გადადგა თანამდებობიდან. იმისთვის, რათა გაწევრიანებულიყო მთავრობაში, იგი დაჯილდოვდა მუქმივმოქმედი პერის წოდებით და გახდა ჰოლიჰედის ბარონესა კინოკი, 2009 წლის 30 ივნისს ინის მონის ოლქში.[8] კინოკი გაეცნო ლორდთა პალატას იმავე დღეს.[9]
2009 წელს, სანამ ის იყო ევროპის მინისტრი, უელსური ენის სტატუსი გაუმჯობესდა იმისთვის, რომ გათანაბრებოდა სხვა რამდენიმე ევროპული უმცირესობის ენას, როგორიცაა კატალანური ენა. თარგმნის მომსახურების ღირებულება შესაბამისობაში უნდა მოსულიყო უელსურ ასამბლეისა და უელსური ენის საბჭოს მოთხოვნებთან. კინოკმა დააკომენტარა: "ის აჩვენებს მის უნიკალურობასა და განსხვავებულ კულტურულ მემკვიდრეობას".[10]
2009-დან 2010 წლამდე, კინოკი მსახურობდა აფრიკისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინისტრად, იკავებდა რა მიტოვებული ვაკანსიის პოსტს, ლორდ მალოქ-ბრაუნის გადადგომის შემდგომ.[11] იგი იყო ოპოზიციის სპიკერი ლორდთა პალატაში, კერძოდ, საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტში.[12] კინოკი გადადგა ლორდთა პალატიდან 2021 წლის აპრილში.[13]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაიგი იყო ნეილ კინოკის მეუღლე, რომელიც, თავის მხრივ, ლიდერობას უწევდა ლეიბორისტულ პარტიას 1983-დან 1992 წლამდე. მათ ჰყავდათ ორი შვილი, მათ შორის, სტივენი.[14] როდესაც 2005 წელს მის ქმარს მიენიჭა მუდმივმოქმედი პერის წოდება, ბარონესა კინოკს უბოძეს ქალბატონი კინოკის ტიტული, რომლითაც არასდროს უსარგებლია. კინოკი ბავშვობიდან უელსურ ენაზე საუბრობდა.
2017 წელს კინოკს დაუსვეს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი.[15] მისი მეუღლე საუბრობდა დაავადების შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე და მხარს უჭერდა მას.[16] იგი გარდაიცვალა დაავადების გართულებებისგან 79 წლის ასაკში ლონდონში, საკუთარ სახლში, 2023 წლის 3 დეკემბერს.[17]
გამოცემები
რედაქტირება- Beyond Band Aid: Charity Is Not Enough (1987; with Joan Lestor and David Ward)[18]
- Voices for One World (1987)[19]
- Eritrea: Images of War and Peace (1988)[20]
- Namibia: Women in War (1990; with Tessa Cleaver and Marion Wallace)[21]
- Namibia: Birth of a Nation (1991; with Jenny Matthews)[22]
- By Faith and Daring (1993; with Fiona Millar)[23]
- The Gender Perspective (1995)[24]
- Changing States: A Labour Agenda for Europe (1996; with Glyn Ford and Arlene McCarthy)[25]
- A Woman's Work Is Never Done (2006; with Elizabeth Andrews and Ursula Masson)[26]
სტატიები
რედაქტირება- "The Rape of Darfur", 2006 (The Guardian)[27]
- "A Lethal Bully That Must Be Tackled", 2006 (The Times)[28]
- "Cambodia's Brazen U.N. Bird", 2012 (The New York Times)[29]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Browne, Adrian (3 December 2023). „Glenys Kinnock: The political spouse who became a force in her own right“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2023. ციტირების თარიღი: 3 December 2023.
- ↑ Francis, Sam (3 December 2023). „Glenys Kinnock: Former minister and wife of Neil Kinnock dies aged 79“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2023. ციტირების თარიღი: 3 December 2023.
- ↑ The Socialist Group in the European Parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2007. ციტირების თარიღი: 14 October 2007
- ↑ The European Parliament Development and Cooperation Committee. ციტირების თარიღი: 18 April 2007
- ↑ The European Parliament committee on Citizens' Freedoms and Rights. ციტირების თარიღი: 18 April 2007
- ↑ „Politician Glenys Kinnock of Holyhead“. North Wales Daily Post. 9 November 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 11 October 2015.
- ↑ The ACP-EU Joint Parliamentary Assembly. ციტირების თარიღი: 18 April 2007
- ↑ „No. 59121“. The London Gazette: 11621. 7 July 2009.
- ↑ Lords Hansard text. Parliament of the United Kingdom (30 June 2009). ციტირების თარიღი: 12 July 2009
- ↑ Welsh language welcomed by European Commission (12 July 2009). ციტირების თარიღი: 13 March 2021
- ↑ Sparrow, Andrew (12 October 2009). „Chris Bryant replaces Glenys Kinnock“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2013. ციტირების თარიღი: 12 October 2009.
- ↑ Lady Kinnock profile, დაარქივებული – 14 მაისი 2011, Wayback Machine, parliament.uk; accessed 31 December, 2013.
- ↑ Retirements of Members – Tuesday 13 April 2021 – Hansard – UK Parliament en. ციტირების თარიღი: 9 July 2021
- ↑ „'Don't say I'm retiring!' – Glenys Kinnock MEP“. Wales Online. 23 May 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2023. ციტირების თარიღი: 3 December 2023.
- ↑ „Kinnock at 80: The former Labour leader on life, politics and his beloved wife“. ITV News. London. 24 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2022. ციტირების თარიღი: 24 March 2022.
- ↑ „Alzheimer's: Neil Kinnock supporting wife through disease“ (ინგლისური). BBC News. 2022-03-27. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 June 2023. ციტირების თარიღი: 2023-06-27.
- ↑ „Glenys Kinnock: Former MEP, minister and wife of ex-Labour leader dies aged 79“. Sky News. 3 December 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2023. ციტირების თარიღი: 3 December 2023.
- ↑ OCLC 914784057
- ↑ OCLC 19267903
- ↑ OCLC 650371030
- ↑ OCLC 782064549
- ↑ OCLC 21228094
- ↑ OCLC 123764456
- ↑ OCLC 958367787
- ↑ OCLC 36378142
- ↑ OCLC 495356189
- ↑ Kinnock, Glenys (18 January 2006). „The rape of Darfur“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 November 2018.
- ↑ Kinnock, Glenys (13 September 2006). „A lethal bully that must be tackled“. The Times. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 December 2023. ციტირების თარიღი: 4 December 2023.
- ↑ Kinnock, Glenys (16 October 2012). „Cambodia's Brazen U.N. Bid“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 November 2018.