გლარნის შეცოცება

(გადამისამართდა გვერდიდან გლარუსის შეცოცება)

გლარნის შეცოცება (გერმ. Glarner Hauptüberschiebung) — ძირითადი შეცოცება აღმოსავლეთ შვეიცარიის ალპებში. ჰელვეციური შარიაჟი გადაჭიმულია 100 კმ-ზე, ალპების აარის მასივიდან ინფრაჰელვეციურ კომპლექსამდე. შეცოცება ფორმირდება ძველი, პერმულ-ტრიასული სისტემის კლდის ფენებსა და ახალგაზრდა იურულ, ცარცულ კირქვებს, პალეოგენურ ფლიშებსა და მოლასებს შორის კონტაქტის შედეგად.

გლარნის შეცოცება*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 46°55′00″ ჩ. გ. 9°15′00″ ა. გ. / 46.91667° ჩ. გ. 9.25000° ა. გ. / 46.91667; 9.25000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1179
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1179
ინგლ.რუს.ფრ.

გლარნის შეცოცების გაშიშვლება მოიცავს გლარუსის, სანქტ-გალენისა და გრაუბიუნდენის კანტონების ტერიტორიებს.

ამგვარი ტექტონიკური შეცოცებები მსოფლიოს მთათა სისტემებისთვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ გლარნის შეცოცება კარგი მაგალითია, რომელიც გეოლოგიისა და ოროგენიული მოძრაობების შესახებ ცოდნის მნიშვნელოვნად გაღრმავების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მიზეზით, 2008 წელს არეალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება