აარის მასივი
აარის მასივი (გერმ. Aarmassiv) — მასივი შვეიცარიის ალპებში. აერთიანებს მრავალ მსხვილ მთათა სისტემას. სახელწოდება მომდინარეობს მდინარე აარესაგან, რომელიც სათავეს აარის მასივზე იღებს. იგი გაშიშვლებულია ბერნისა და ლეპონტინის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში, ლოიკერბადის დასავლეთით და მწვერვალ ტედის აღმოსავლეთით. შემდეგ, მასივის აღმოსავლეთ ნაწილში მოჩანს პატარა სარკმელი. აგებულია კრისტალური ქანებით.
აარის მასივი წარმოადგენს ალპების ჰელვეციური ზონის ნაწილს, რომელიც აგებულია ევროპის ტექტონიკური ფილების მასალებისაგან. მის ლითოლოგიას გააჩნია მთელი ევროპისათვის დამახასიათებელი პალეოზოური ფუნდამენტი, რომელიც დეფორმირებული და მეტამორფიზებულია ჰერცინულ დანაოჭებაში. პატარა ასაკის მეზოზოური დანალექი ქანები ეროზირებული იქნა იმავე ფუნდამენტში. ლითოლოგია წარმოდგენილია გნაისებით, კრისტალური ფიქლებითა და ამფიბოლიტებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Takeshi Uemura; Shinjiro Mizutani. Geological Structures. Chichester; United Kingdom., 1984.