ტედი (გერმ. Tödi) — გლარნის ალპების უმაღლესი მწვერვალი. აღმართულია შვეიცარიის კანტონების გრაუბიუნდენისა (სამხრეთით) და გლარუსის (ჩრდილოეთით) საზღვარზე. სიმაღლე 3614 მ. ვრცელდება გლარნის ალპების დასავლეთ ნაწილში, შვეიცარიის კომუნებს ლინთალსა (ჩრდილოეთით) და დისენტისს (სამხრეთით) შორის. შედგება სამი პიკისაგან; უმაღლესია დასავლეთის მწვერვალი. გეოლოგიური თვალსაზრისით ეკუთვნის აარის მასივის აღმოსავლეთ ნაწილს. ტედი უზარმაზარი მთის მასივია, რომელიც მდინარე ლინთის აუზის წყალგამყოფია. ტედის მასივის სამხრეთით გავრცელებულია გნაისები. დაფარულია მყინვარებით და მუდმივი თოვლით. მყინვარებიდან აღსანიშნავია ბიფერტენის მყინვარი (სიგრძე 4 კმ), რომელიც ტედიდან აღმოსავლეთით ეშვება. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1824 წელს.

ტედი
ტედი
ტედი
კოორდინატები: 46°48′40″ ჩ. გ. 8°54′53″ ა. გ. / 46.81111° ჩ. გ. 8.91472° ა. გ. / 46.81111; 8.91472
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 3614 
ქედი გლარნის ალპები
ტედი — შვეიცარია
ტედი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტედი&oldid=3527060“-დან