გლარნის შეცოცება
გლარნის შეცოცება (გერმ. Glarner Hauptüberschiebung) — ძირითადი შეცოცება აღმოსავლეთ შვეიცარიის ალპებში. ჰელვეციური შარიაჟი გადაჭიმულია 100 კმ-ზე, ალპების აარის მასივიდან ინფრაჰელვეციურ კომპლექსამდე. შეცოცება ფორმირდება ძველი, პერმულ-ტრიასული სისტემის კლდის ფენებსა და ახალგაზრდა იურულ, ცარცულ კირქვებს, პალეოგენურ ფლიშებსა და მოლასებს შორის კონტაქტის შედეგად.
გლარნის შეცოცება* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | viii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 46°55′00″ ჩ. გ. 9°15′00″ ა. გ. / 46.91667° ჩ. გ. 9.25000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1179 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1179 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გლარნის შეცოცების გაშიშვლება მოიცავს გლარუსის, სანქტ-გალენისა და გრაუბიუნდენის კანტონების ტერიტორიებს.
ამგვარი ტექტონიკური შეცოცებები მსოფლიოს მთათა სისტემებისთვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ გლარნის შეცოცება კარგი მაგალითია, რომელიც გეოლოგიისა და ოროგენიული მოძრაობების შესახებ ცოდნის მნიშვნელოვნად გაღრმავების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მიზეზით, 2008 წელს არეალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.