გიტეგა

ბურუნდის დედაქალაქი

გიტეგა (ფრანგ. Gitega; ადრე კიტეგა) — ბურუნდის დედაქალაქი 2019 წლის 16 იანვრიდან, ამავე დასახელების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1658 მეტრზე.[2] 22 989 მცხოვრები (2012); მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეოთხე ქალაქია.

ქალაქი
გიტეგა
Gitega
ქვეყანა ბურუნდის დროშა ბურუნდი
პროვინცია გიტეგის პროვინცია
კოორდინატები 03°25′40″ ს. გ. 29°55′30″ ა. გ. / 3.42778° ს. გ. 29.92500° ა. გ. / -3.42778; 29.92500
დაარსდა 1912
ადრეული სახელები კიტეგა
ცენტრის სიმაღლე 1658
მოსახლეობა 22 989 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 230[1]
გიტეგა — ბურუნდი
გიტეგა

ისტორია რედაქტირება

 
გიტეგის საკათედრო ტაძარი

ქალაქი დააარსეს გერმანელებმა 1912 წელს და ბურუნდის სამეფოს დედაქალაქი გახდა უსუმბურას მაგივრად. აქვე განთავსდა მვამის (მეფის) რეზიდენციაც. ბელგიური მმართველობის პერიოდში ქალაქი კიტეგა რუანდა-ურუნდის ადმინისტრაციული ცენტრი იყო.

1959 წლის 10 ნოემბერს რომის პაპის იოანე XXIII-ის ბულის მიხედვით შეიქმნა გიტეგის არქიეპარქია. 1962 წლიდან დამოუკიდებელი ბურუნდის დედაქალაქი თითქმის 57 წლის განმავლობაში ბუჟუმბურა გახდა, ხოლო გიტეგაში დარჩა მვამის რეზიდენცია 1966 წლამდე, ქვეყანაში მონარქიის ლიკვიდაციამდე. 1990 წლის 5 სექტემბერს ქალაქს ეწვია რომის პაპი იოანე პავლე II, აფრიკული ტურის ფარგლებში.[3]

2007 წელს ბურუნდის პრეზიდენტმა პიერ ნკურუნზიზამ განაცხადა, რომ გიტეგა მომავალში ქვეყნის დედაქალაქი გახდებოდა.[4] 2018 წლის 24 დეკემბერს პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა დედაქალაქის გადატანის გადაწყვეტილება. პარლამენტმა იგი 2019 წლის 16 იანვარს დაამტკიცა და გიტეგა ოფიციალურად დედაქალაქი გახდა.[5] ბუჟუმბურას კი მიენიჭა ქვეყნის ეკონომიკური დედაქალაქის სტატუსი.[6]

გეოგრაფია რედაქტირება

განლაგებულია მდინარე რუვუბუს (მდინარე კაგერის შემდგენელი, ნილოსის აუზი) ზემო წელზე. ზღვის დონიდან 1845 მ.[7]

ეკონომიკა რედაქტირება

საავტომობილო კვანძი (ბუჟუმბურა — გიტეგა, გიტეგა — ბუტარე, გიტეგა — მაკამბა). განვითარებულია კვების მრეწველობა (ყავის გაწმენდა და გადამუშავება, ლუდის ხარშვა, უალკოჰოლო სასმელების წარმოება). ქალაქთან ახლოს მდებარეობს ნიკელის მსხვილი საბადო.

განათლება რედაქტირება

ქალაქში არის უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა (1983), კერამიკის ხელოვნების სკოლა, ბურუნდის ეროვნული მუზეუმი (1955).[8] 2014 წელს დაარსდა გიტეგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.[9]

მოსახლეობა რედაქტირება

მოსახლეობა წლების მიხედვით:[10]

1990 2006 2012
20 700 23 200 22 989

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Burundi City Codes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-04. ციტირების თარიღი: 2019-12-18.
  2. Gitega, Burundi Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2012-11-27.
  3. Voyage Apostolique - Burundi: Rencontre avec les laïcs dans la cathédrale du Christ-Roi de Gitega au Burundi (6 septembre 1990) | Jean Paul II. w2.vatican.va. ციტირების თარიღი: 2020-05-01.
  4. Gitega Soon to Become the Capital of Burundi. ციტირების თარიღი: 2012-11-27.
  5. „Burundi’s Political Capital now is Gitega“. Emirates Business. 2018-12-24.
  6. Loi n°1/04 du 04 février 2019 portant Fixation de la Capitale Politique et de la Capitale Economique du Burundi. Presidence.gov.bi (13.02.2019). ციტირების თარიღი: 2020-05-01.
  7. Gitega, Burundi Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2012-11-27.
  8. Museums in Burundi. Africa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-03. ციტირების თარიღი: 2014-03-17.
  9. Burundi: Début des cours à l’Université Polytechnique de Gitega en février (9 января 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-02. ციტირების თარიღი: 2019-12-18.
  10. Gitega. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2011-11-27.