გიორგი I ლიპარტიანი
გიორგი I ლიპარიტიანი (გ. 1620-იანი წლებში) — ოდიშის სამთავროს რეგენტი 1611-1616 წლებში, მამია IV დადიანის ძე და ლევან II დადიანის ბიძა, მამა ვამიყ III დადიანისა. ლევანის მცირეწლოვანების დროს განაგებდა სამთავროს. როგორც სალიპარტიანობის გამგებელი და ოდიშის სამთავროს უმაღლესი მოხელე, ატარებდა ლიპარტიანის ტიტულს. რეგენტობის შემდეგაც ერთხანს აქტიურად მონაწილეობდა ოდიშის სამთავროს საქმეებში. თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა გამგებელმა. გიორგი ლიპარიტიანს სამი ცოლი ჰყავდა– დადიანის ასული ანა, ამილახვარის ასული თაჯი და ნესტან–დარეჯან ჭილაძე. დაახლოებით 1622 წელს გიორგის ნესტან–დარეჯანი ლევან დადიანმა წაართვა და საკუთარი ბიცოლა ცოლად შეირთო. გიორგი ლიპარტიანი მალევე გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე თ., ერთი საკითხი სამეგრელოს ისტორიული გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1964, ტ. 2;
- ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 248.